https://sputnik-georgia.com/20230410/cineti-taivanis-alyistvis-emzadeba-276588755.html
ჩინეთი ტაივანის ალყისთვის ემზადება: დაფიქსირებულია 59 სამხედრო თვითმფრინავი და 11 ხომალდი
ჩინეთი ტაივანის ალყისთვის ემზადება: დაფიქსირებულია 59 სამხედრო თვითმფრინავი და 11 ხომალდი
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ამ დილით ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ კუნძულის მახლობლად 59 ჩინური სამხედრო თვითმფრინავი და 11 ხომალდი დააფიქსირა, იუწყება... 10.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-10T12:10+0400
2023-04-10T12:10+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
ჩინეთი
ტაივანი
აშშ
კონფლიქტები
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1f/269060138_32:535:2722:2048_1920x0_80_0_0_c15c7ce8fabde25c936d2940c17c1e97.jpg
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ამ დილით ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ კუნძულის მახლობლად 59 ჩინური სამხედრო თვითმფრინავი და 11 ხომალდი დააფიქსირა, იუწყება სააგენტო Reuters ტაივანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.უწყების ცნობით, აქედან 39-მა თვითმფრინავმა ტაივანის ყურის შუა ხაზი გადაკვეთა და მის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ზონაში შევიდა.მანამდე, 8 აპრილს ჩინეთმა სამდღიანი წვრთნების დაწყება გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინვენი აშშ-დან დაბრუნდა, სადაც ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ კევინ მაკკარტის შეხვდა. იმ დღეს 71-მა ჩინურმა თვითმფრინავმა და რამდენიმე სამხედრო ხომალდმა კუნძულის ალყაში მოქცევის სავარაუდო სქემა დაამუშავეს. წვრთნების მეორე დღეს ჩინეთმა ტაივანის ტერიტორიაზე არსებულ მთავარ სამიზნეებზე შეტევა დაამუშავა.როგორც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა მაიკლ მაკკოლიმ განაცხადა, კონგრესი მხარს დაუჭერს ტაივანზე ჯარების გაგზავნას, თუ ჩინეთის არმია კუნძულზე შეჭრას გადაწყვეტს.წყარო: Reuters
ჩინეთი
ტაივანი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1f/269060138_1055:847:2656:2048_1920x0_80_0_0_7ad73403607326bd8570971cf297a727.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩინეთი, ტაივანი, აშშ , კონფლიქტები, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ჩინეთი, ტაივანი, აშშ , კონფლიქტები, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ამ დილით ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ კუნძულის მახლობლად 59 ჩინური სამხედრო თვითმფრინავი და 11 ხომალდი დააფიქსირა, იუწყება სააგენტო Reuters ტაივანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
უწყების ცნობით, აქედან 39-მა თვითმფრინავმა ტაივანის ყურის შუა ხაზი გადაკვეთა და მის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ზონაში შევიდა.
„ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავები, მათ შორის, ბირთვული ქობინების მქონე ბომბდამშენები H-6, ასევე სამხედრო ხომალდები მონაწილეობას იღებენ სწავლებაში, რომელთა მიზანიც კუნძულის გარშემო მრავალმხრივი ბლოკადის ფორმირებაა“, — წერს Reuters ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით.
მანამდე, 8 აპრილს ჩინეთმა სამდღიანი წვრთნების დაწყება გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინვენი აშშ-დან დაბრუნდა, სადაც ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ კევინ მაკკარტის შეხვდა. იმ დღეს 71-მა ჩინურმა თვითმფრინავმა და რამდენიმე სამხედრო ხომალდმა კუნძულის ალყაში მოქცევის სავარაუდო სქემა დაამუშავეს. წვრთნების მეორე დღეს ჩინეთმა ტაივანის ტერიტორიაზე არსებულ მთავარ სამიზნეებზე შეტევა დაამუშავა.
როგორც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა მაიკლ მაკკოლიმ განაცხადა, კონგრესი მხარს დაუჭერს ტაივანზე ჯარების გაგზავნას, თუ ჩინეთის არმია კუნძულზე შეჭრას გადაწყვეტს.