თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© photo: Sputnik / Stringerღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2023
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 10 აპრილს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, ცინცაძის, თამარაშვილის, მიროტაძის, აფაქიძის, ოჟიოს, კარტოზიას და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ხატაეთის, ავთანდილის, ტარიელის, ლამბერტის, რაინეგსის და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, მოსტკოვის, ცისკარიშვილის, გუმათგესის, საჯაიას, რაზიკაშვილის, ბახტაძის, ფრონეს, ალექსიძის, ედიბერიძის, ქინძმარაულის, გუგუშვილის, ჭიჭინაძის, წურწუმიას ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის მოსახლეობას.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, რადიოსადგურების მიმდებარე ტერიტორიის, კუპრაძის, დვალის, თაყაიშვილის, სადგერის, ჩხენკელის, სალხინოს, ოჯალეშის და კოტეტიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, ერისთავის, რამიშვილის, არაყიშვილის და ყიფშიძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის და რომელაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის და მარატ ნოზაძის ქუჩის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 20:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, დაბა კოჯრის, სოფელი წავკისის, სოფელი დიდების, სოფელი ბეთანიის, სოფელი კვესეთის, სოფელი შინდისის, სოფელი ტაბახმელის და სოფელი კუმისის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0