https://sputnik-georgia.com/20230409/tbilisis-jaz-festivali-sxvadasxva-qveynidan-cnobil-artistebs-gaaertianebs-276575162.html
თბილისის ჯაზ-ფესტივალი სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილ არტისტებს გააერთიანებს - პროგრამა
თბილისის ჯაზ-ფესტივალი სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილ არტისტებს გააერთიანებს - პროგრამა
Sputnik საქართველო
ღონისძიება 9-დან 11 მაისამდე, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში გაიმართება 09.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-09T14:20+0400
2023-04-09T14:20+0400
2023-08-17T19:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24458/91/244589114_0:101:1000:664_1920x0_80_0_0_b3ff00fae8e105e9ec9b1dd2cb2b5897.jpg
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. რიგით 26-ე თბილისის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი (Tbilisi Jazz Festival) 9-დან 11 მაისამდე დედაქალაქში მსოფლიოში ცნობილ არტისტებს გააერთიანებს, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.კონცერტები Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში გაიმართება.ფესტივალის პირველ დღეს გაიმართება ქართველი მუსიკოსის, ლუკა თოფურიას კონცერტი, რომელიც სცენაზე ბენდთან ერთად წარდგება. იმავე საღამოს ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება JAZZ/TAKES SUPERGROUP ლეგენდარულ მუსიკოსებთან ერთად: დანიელი ჯაზ პიანისტი ნილს ლან დოკი, ამერიკელი ჯაზ პიანისტი ბილ ევანსი, ამერიკელი ბასისტი ფელიქს პასტორიუსი, ამერიკელი ჯაზ დრამერი ჰარვი მეისონი.ქართველი მსმენელის წინაშე ცნობილი ფრანგი დიჯეი წარდგება >>მეორე დღეს, 10 მაისს, Jazz Q ჯგუფთან ერთად ჩეხი მუსიკოსი მარტინ კრატოხვილი წარდგება. ასევე გაიმართება იტალიელი კომპოზიტორის, პიანისტის სტეფანო ბოლანის კონცერტი, რომელსაც გენიოსს უწოდებენ.დასკვნით საღამოზე დაანონსებულია იტალიური ბენდის Motel Kaiju-ს, ასევე ლეგენდარული ამერიკელი ბას-გიტარისტისა და კომპოზიტორის სტენლი კლარკის კონცერტები.თბილისში ჯაზის ფესტივალი პირველად ჯერ კიდევ 1978 წელს ჩატარდა. ტრადიცია 1998 წელს აღადგინა კომპანია Eastern Promotions-მა, რომელიც ოთხმა მეგობარმა ენთუზიასტმა დააფუძნა. მისი წყალობით საქართველოს დედაქალაქის სცენაზე მთელი მსოფლიოდან ჯაზის არაერთმა ვარსკვლავმა გაიბრწყინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24458/91/244589114_132:102:882:664_1920x0_80_0_0_7b053a409e88bc0e41430aeded2df6d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, თბილისი დღეს
თბილისის ჯაზ-ფესტივალი სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილ არტისტებს გააერთიანებს - პროგრამა
14:20 09.04.2023 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) ღონისძიება 9-დან 11 მაისამდე, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში გაიმართება
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. რიგით 26-ე თბილისის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი (Tbilisi Jazz Festival) 9-დან 11 მაისამდე დედაქალაქში მსოფლიოში ცნობილ არტისტებს გააერთიანებს, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
კონცერტები Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში გაიმართება.
ფესტივალის პირველ დღეს გაიმართება ქართველი მუსიკოსის, ლუკა თოფურიას კონცერტი, რომელიც სცენაზე ბენდთან ერთად წარდგება. იმავე საღამოს ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება JAZZ/TAKES SUPERGROUP ლეგენდარულ მუსიკოსებთან ერთად: დანიელი ჯაზ პიანისტი ნილს ლან დოკი, ამერიკელი ჯაზ პიანისტი ბილ ევანსი, ამერიკელი ბასისტი ფელიქს პასტორიუსი, ამერიკელი ჯაზ დრამერი ჰარვი მეისონი.
მეორე დღეს, 10 მაისს, Jazz Q ჯგუფთან ერთად ჩეხი მუსიკოსი მარტინ კრატოხვილი წარდგება. ასევე გაიმართება იტალიელი კომპოზიტორის, პიანისტის სტეფანო ბოლანის კონცერტი, რომელსაც გენიოსს უწოდებენ.
დასკვნით საღამოზე დაანონსებულია იტალიური ბენდის Motel Kaiju-ს, ასევე ლეგენდარული ამერიკელი ბას-გიტარისტისა და კომპოზიტორის სტენლი კლარკის კონცერტები.
თბილისში ჯაზის ფესტივალი პირველად ჯერ კიდევ 1978 წელს ჩატარდა. ტრადიცია 1998 წელს აღადგინა კომპანია Eastern Promotions-მა, რომელიც ოთხმა მეგობარმა ენთუზიასტმა დააფუძნა. მისი წყალობით საქართველოს დედაქალაქის სცენაზე მთელი მსოფლიოდან ჯაზის არაერთმა ვარსკვლავმა გაიბრწყინა.