ქართველი მსმენელის წინაშე ცნობილი ფრანგი დიჯეი წარდგება

© courtesy of Bob SinclarBob Sinclar
Bob Sinclar  - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2023
გამოწერა
2000-იან წლებში მომღერალი მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდა ჰიტებით - The Beat Goes On, Love Generation და World, Hold On.
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ფრანგი პროდიუსერი, დიჯეი ბობ სინკლერი (Bob Sinclar) თბილისში 29 აპრილს კონცერტს გამართავს, იუწყებიან ორგანიზატორები.
კონცერტი Hualing Plaza-ში, 23:00 საათზე დაიწყება. მასთან ერთად სცენაზე წარდგებიან ქართველი მომღერლები Roma J, Ucha და meANDyou.
Hualing Plaza-ს სივრცე, რომელიც სპეციალურად სინკლერის კონცერტისთვის მოეწყობა და აღიჭურვება განათებისა და გახმოვანების უახლესი ტექნიკით, მაქსიმალურად უზრუნველყოფს საღამოს უმაღლეს დონეზე ჩატარებას, აცხადებენ ორგანიზატორები. მსმენელთა კომფორტული გადაადგილებისთვის სხვადასხვა მეტროს სადგურებიდან დაინიშნება ტრანსპორტი.
ბობ სინკლერმა დიჯეის კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო სასცენო სახელით Chris the French Kiss. ამ პერიოდში მან შექმნა რამდენიმე მუსიკალურიპროექტი – The Mighty Bop და Reminiscence Quartet. არტისტმა მალე მიიქცია მსმენელის ყურადღება და 80-იან წლებში იგი უკვე პარიზის ღამის კლუბებში უკრავდა.
2000-იან წლებში მომღერალი მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდა ჰიტებით The Beat Goes On, Love Generation და World, Hold On. მუსიკოსი აღნიშნავს, რომ მისი შემოქმედება შთაგონებულია მშვიდობის სურვილით, სიყვარულითა და ჰაუს-მუსიკის ჟღერადობით.
მას ასევე შექმნილი აქვს რემიქსები ისეთი მუსიკოსებისთვის, როგორიც არის Jamiroquai, Moby, James Brown, Madonna და Rihanna, თანამშრომლობდა პოპვარსკვლავთან Akon.
ყველა ახალი ამბავი
0