https://sputnik-georgia.com/20230409/salome-zurabisvili-vakis-parksi-meore-msoflio-omsi-gamarjvebis-memoriali-unda-gadaketdes-276576867.html
სალომე ზურაბიშვილი: ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მემორიალი უნდა გადაკეთდეს
სალომე ზურაბიშვილი: ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მემორიალი უნდა გადაკეთდეს
Sputnik საქართველო
პრეზიდენტის თქმით, მემორიალმა უნდა გააერთიანოს ყველა ის ბრძოლა, რომელიც საქართველომ გადაიტანა. 09.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-09T16:20+0400
2023-04-09T16:20+0400
2023-04-09T16:20+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/09/251679801_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_60c9853cd6b4a42cbff37b6c0374046b.jpg
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის მერიას ვაკის პარკში მდებარე მეორე მსოფლიო ომის გმირების მემორიალის გადაკეთებისა და ასევე სახელის შეცვლის ინიციატივით მიმართა.ვაკის პარკი 1946 წელს ტრიალ მინდორზე გაშენდა. 2017 წელს პარკის ტერიტორია გაფართოვდა, მან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. აქ არის უცნობი ჯარისკაცის საფლავი და მარადიული ცეცხლი ანთია. ეს არის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების შეხვედრის ტრადიციული ადგილი 9 მაისს.პრეზიდენტის თქმით, მემორიალმა უნდა გააერთიანოს ყველა ის ბრძოლა, რომელიც საქართველომ გადაიტანა.„ისე უნდა გადაკეთდეს, რომ მეორე მსოფლიო ომთან ერთად, ყველა ჩვენი მებრძოლი და ყველა ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, იყოს გაერთიანებული. ჩვენ თუ გვიჭირს გაერთიანება ცოცხლად, შეიძლება მემორიალში გაერთიანებული ვიყოთ და ეს იქნება ძალიან დიდი ნიშანი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ასე უფრო მარტივად ავუხსნით საქართველოს სტუმრებსა და მოსწავლეებს, რას არის ქვეყნის ისტორია.ღარიბაშვილი: 9 აპრილი ერთდროულად ტკივილისა და სიამაყის დღეა >>საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ ეს დღე უნდა აღინიშნოს ზეიმით და არა გლოვით. პრეზიდენტმა და დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.პრეზიდენტის მოწვევით ღონისძიების სტუმრებს შორის იყო საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია.სახელმწიფოს მეთაურმა ასევე ყველა მორწმუნეს ასევე მიულოცა მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი დღესასწაული - უფლის იერუსალიმში შესვლა, ანუ ბზობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/09/251679801_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_5fa8acb9633dece1500f5640ead685e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი: ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მემორიალი უნდა გადაკეთდეს
პრეზიდენტის თქმით, მემორიალმა უნდა გააერთიანოს ყველა ის ბრძოლა, რომელიც საქართველომ გადაიტანა.
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის მერიას ვაკის პარკში მდებარე მეორე მსოფლიო ომის გმირების მემორიალის გადაკეთებისა და ასევე სახელის შეცვლის ინიციატივით მიმართა.
ვაკის პარკი 1946 წელს ტრიალ მინდორზე გაშენდა. 2017 წელს პარკის ტერიტორია გაფართოვდა, მან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. აქ არის უცნობი ჯარისკაცის საფლავი და მარადიული ცეცხლი ანთია. ეს არის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების შეხვედრის ტრადიციული ადგილი 9 მაისს.
„მინდა გაგიზიაროთ, ერთი ჩემი არა ახალი ინიციატივა, რომელიც ჯერ განხორციელებული არ არის, მაგრამ იმედს არასდროს ვკარგავ. ამის შესახებ უკვე რამდენიმე წელია მივწერე, თბილისის მერს და სხვებს, რომ „ვაკის პარკში“ მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა იყოს გადაკეთებული“, - განაცხადა ზურაბიშვილმა კონცერტზე, რომელიც საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეს მიეძღვნა.
პრეზიდენტის თქმით, მემორიალმა უნდა გააერთიანოს ყველა ის ბრძოლა, რომელიც საქართველომ გადაიტანა.
„ისე უნდა გადაკეთდეს, რომ მეორე მსოფლიო ომთან ერთად, ყველა ჩვენი მებრძოლი და ყველა ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, იყოს გაერთიანებული. ჩვენ თუ გვიჭირს გაერთიანება ცოცხლად, შეიძლება მემორიალში გაერთიანებული ვიყოთ და ეს იქნება ძალიან დიდი ნიშანი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ასე უფრო მარტივად ავუხსნით საქართველოს სტუმრებსა და მოსწავლეებს, რას არის ქვეყნის ისტორია.
საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ ეს დღე უნდა აღინიშნოს ზეიმით და არა გლოვით. პრეზიდენტმა და დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.
პრეზიდენტის მოწვევით ღონისძიების სტუმრებს შორის იყო საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია.
სახელმწიფოს მეთაურმა ასევე ყველა მორწმუნეს ასევე მიულოცა მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი დღესასწაული - უფლის იერუსალიმში შესვლა, ანუ ბზობა.