https://sputnik-georgia.com/20230409/gamorceuli-dre-cveni-qveynis-cxovrebasi-ilia-meore-9-aprilis-sesaxeb-276578953.html
გამორჩეული დღე ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში - ილია მეორე 9 აპრილის შესახებ
გამორჩეული დღე ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში - ილია მეორე 9 აპრილის შესახებ
Sputnik საქართველო
წელს 9 აპრილს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, ბზობა აღინიშნება, აღნიშნა პატრიარქმა 09.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-09T18:04+0400
2023-04-09T18:04+0400
2023-04-09T18:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/09/276573514_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_9ac81e67be367ed709a303634f6d2cf3.jpg
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. 9 აპრილი განსაკუთრებული დღეა საქართველოს ცხოვრებაში, ერთი მხრივ, ის უკავშირდება დიდ ტკივილს, მეორე მხრივ კი - სიხარულს, ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის წერილში.9 აპრილს აღინიშნება საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის და ასევე ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღე.„9 აპრილი გამორჩეული დღეა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ერთის მხრივ, იგი დაკავშირებულია იმ დიდ ტკივილთან, რომელიც 34 წლის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა და 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულნი); მეორეს მხრივ კი, - სიხარულთან, რადგან 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და 9 აპრილი თავისუფლებისკენ მსწრაფი თანამედროვე საქართველოს ათვლის წერტილად იქცა“, - ნათქვამია ილია მეორის წერილში.ღარიბაშვილი: 9 აპრილი ერთდროულად ტკივილისა და სიამაყის დღეა >>როგორც პატრიარქმა თავის წერილში აღნიშნა, წელს 9 აპრილს დაემთხვა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, იესო ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შევლა - ბზობა.„ეს დღე ყველა მორწმუნე ქრისტიანისთვის განსაკუთრებული სიხარულისა და სიკეთის დღეა, უფლის დიდების, ლოცვისა და დალოცვის დღე. ჩემის მხრივ, მეც ყველას გლოცავთ და თქვენს თავსა და სრულიად საქართველოს ვავედრებ იესო ტკბილს”, - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება.დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია და ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირას.ბზობა სახარებისეულ ეპიზოდს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის შემდეგ, ქრისტე პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იერუსალიმში ჩავიდა. ქალაქის მაცხოვრებლები უფალს ზეიმით შეხვდნენ. ვირს, რომელზეც მაცხოვარი იჯდა, გზად სამოსელსა და პალმის რტოებს (ბზას) უფენდნენ, თან „ოსანას” შესძახოდნენ. სწორედ აქედან წამოვიდა დღესასწაულზე ტაძარში მარადმწვანე მცენარის, ბზის მიტანის ტრადიცია.ბზობის დღესასწაულზე მრევლის მიერ მიტანილი ბზები იკურთხება და იგალობება „ოსანა”, რაც სიმბოლურად მაცხოვრის იერუსალიმში შესვლის ისტორიას იმეორებს. ბზას ყველა მოქმედ ტაძარში აკურთხებენ, რის შემდეგაც მორწმუნეებს სახლში მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/09/276573514_276:0:3005:2047_1920x0_80_0_0_233af161686a39be7e6574f903cf61b5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რელიგია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
ახალი ამბები, საქართველო, რელიგია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
გამორჩეული დღე ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში - ილია მეორე 9 აპრილის შესახებ
წელს 9 აპრილს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, ბზობა აღინიშნება, აღნიშნა პატრიარქმა
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. 9 აპრილი განსაკუთრებული დღეა საქართველოს ცხოვრებაში, ერთი მხრივ, ის უკავშირდება დიდ ტკივილს, მეორე მხრივ კი - სიხარულს, ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის წერილში.
9 აპრილს აღინიშნება საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის და ასევე ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღე.
„9 აპრილი გამორჩეული დღეა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ერთის მხრივ, იგი დაკავშირებულია იმ დიდ ტკივილთან, რომელიც 34 წლის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა და 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულნი); მეორეს მხრივ კი, - სიხარულთან, რადგან 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და 9 აპრილი თავისუფლებისკენ მსწრაფი თანამედროვე საქართველოს ათვლის წერტილად იქცა“, - ნათქვამია ილია მეორის წერილში.
როგორც პატრიარქმა თავის წერილში აღნიშნა, წელს 9 აპრილს დაემთხვა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, იესო ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შევლა - ბზობა.
„ეს დღე ყველა მორწმუნე ქრისტიანისთვის განსაკუთრებული სიხარულისა და სიკეთის დღეა, უფლის დიდების, ლოცვისა და დალოცვის დღე. ჩემის მხრივ, მეც ყველას გლოცავთ და თქვენს თავსა და სრულიად საქართველოს ვავედრებ იესო ტკბილს”, - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.
ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება.
დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია და ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირას.
ბზობა სახარებისეულ ეპიზოდს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის შემდეგ, ქრისტე პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იერუსალიმში ჩავიდა. ქალაქის მაცხოვრებლები უფალს ზეიმით შეხვდნენ. ვირს, რომელზეც მაცხოვარი იჯდა, გზად სამოსელსა და პალმის რტოებს (ბზას) უფენდნენ, თან „ოსანას” შესძახოდნენ. სწორედ აქედან წამოვიდა დღესასწაულზე ტაძარში მარადმწვანე მცენარის, ბზის მიტანის ტრადიცია.
ბზობის დღესასწაულზე მრევლის მიერ მიტანილი ბზები იკურთხება და იგალობება „ოსანა”, რაც სიმბოლურად მაცხოვრის იერუსალიმში შესვლის ისტორიას იმეორებს. ბზას ყველა მოქმედ ტაძარში აკურთხებენ, რის შემდეგაც მორწმუნეებს სახლში მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.