დიდი ტკივილისა და გამარჯვების სიმბოლო - შალვა პაპუაშვილი 9 აპრილის შესახებ

© Sputnik / STRINGER9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი
9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2023
გამოწერა
დაღუპულმა გმირებმა მომავალ თაობებს თავგანწირვის მაგალითი მისცეს და გვასწავლეს დამოუკიდებლობის მნიშვნელობა, განაცხადა სპიკერმა
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. 9 აპრილი სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში, როგორც დიდი ტკივილისა და გამარჯვების სიმბოლო, დაწერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
9 აპრილს აღინიშნება საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის და ასევე ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღე.
„9 აპრილი თითოეული ჩვენგანისთვის ერთდროულად არის დიდი ტკივილის და გამარჯვების სიმბოლო. 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე თავისუფლების იდეით გაერთიანებულ ქართველ ერს საბჭოთა ჯარი დაუპირისპირდა. დაიღუპა 21 ადამიანი, მათგან 17 ქალი. ამ შემზარავი ტრაგედიით მთელმა მსოფლიომ გაიცნო დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ამაყი საქართველო, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის პირობებშიც იბრძოდა საკუთარი და სხვა რესპუბლიკების თავისუფლებისთვის“, - ნათქვამია პაპუაშვილის განცხადებაში.
ღარიბაშვილი: 9 აპრილი ერთდროულად ტკივილისა და სიამაყის დღეა >>
პარლამენტის სპიკერის თქმით, ორი წლის შემდეგ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ პარლამენტის სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, რითაც 21 დაღუპული გმირის ხსოვნა თავისუფლების მოპოვებას სამუდამოდ დაუკავშირა.
„ქედს ვიხრი დაღუპული გმირების წინაშე, ვინც მომდევნო თაობებს მოგვცა თავდადების მაგალითი და გვასწავლა დამოუკიდებლობის მნიშვნელობა“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
თბილისში 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი მოვლენების გამოძიების მიზნით სსრკ-ის სახალხო დეპუტატების ყრილობაზე შეიქმნა კომისია, რომელსაც სათავეში ანატოლი სობჩაკი ჩაუდგა. კომისიამ გამოიტანა დასკვნა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ სამხედროებმა გადამეტებული ძალა გამოიყენეს.
1989 წლის 9 აპრილი, რომელსაც „სისხლიან კვირასაც" ეძახიან, საქართველოს ისტორიაში გარდამტეხად იქცა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს ეროვნული მოძრაობის ლიდერმა და საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
გადაწყვეტილება 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე იქნა მიღებული, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლასა და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.
ყველა ახალი ამბავი
0