მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტერაქტი თელ-ავივში: დაშავებულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა

© AP Photo / Mahmoud Illeanისრაელის პოლიცია ტერაქტის ადგილზე
ისრაელის პოლიცია ტერაქტის ადგილზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2023
გამოწერა
ექიმების თქმით, ტერაქტის დროს ყველა დაშავებული პირი უცხოელია
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. თელ-ავივის სანაპიროზე ტერაქტის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ შვიდს მიაღწია, მათგან სამი ადამიანი საშუალო სიმძიმის მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, განაცხადეს ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურში (MDA).
„სულ თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა: 30 წლის მამაკაცი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა და შვიდი დაჭრილი, რომლებსაც მანქანა დაეჯახა და იჰილოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან სამი საშუალო სიმძიმისა ... და ოთხი მსუბუქი დაზიანებებით“, - იტყობინება MDA Twitter-ზე.
7 აპრილს, თელ-ავივის სანაპიროზე იაფოს მახლობლად, ავტომობილი ხალხის ჯგუფს შეეჯახა. პოლიციამ მძღოლი გაანეიტრალა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა.
ექიმების თქმით, თავდასხმის შედეგად დაშავებული ყველა პირი უცხოელია. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თელ-ავივში მომხდარი ტერაქტის შემდეგ პოლიციასა და არმიას რეზერვისტების მობილიზება უბრძანა.
ყველა ახალი ამბავი
0