მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩინეთმა ორ ამერიკულ ორგანიზაციას მკაცრი სანქციები დაუწესა

© AP Photo / Andy Wong
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2023
გამოწერა
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ჩინეთის ხელისუფლებამ კონტრსანქციები დაუწესა აშშ-ის ჰადსონის ინსტიტუტსა და რეიგანის ბიბლიოთეკას, რომლებმაც „ერთი ჩინეთის“ პრინციპი დაარღვიეს, იუწყება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აღნიშნულმა ორგანიზაციებმა ტაივანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ცაი ინვენს შეერთებულ შტატებში „პლატფორმა მისცეს სეპარატისტულ საქმიანობაში ჩართვისთვის“, რითაც „სერიოზულად დაარღვიეს „ერთი ჩინეთის“ პრინციპი და ჩინეთ-ამერიკული ერთობლივი კომუნიკეების დებულებები“.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
კონტრსაქციების თანახმად, 7 აპრილიდან ჩინეთის უნივერსიტეტებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, ასევე კერძო პირებს კატეგორიულად ეკრძალებათ ჰადსონის უნივერსიტეტთან და რეიგანის ბიბლიოთეკასთან ყოველგვარი თანამშრომლობა.
გარდა ამისა, ამერიკული ორგანიზაციების ოთხ ხელმძღვანელს აეკრძალა ჩინეთის ტერიტორიაზე შესვლა, ხოლო ჩინურ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს — მათთან ერთობლივი საქმიანობა. აღნიშნული პირების ქონება ჩინეთში გაიყინება.
ყველა ახალი ამბავი
0