https://sputnik-georgia.com/20230406/sakavsiro-saxelmwifo-putini-lukasenko-276480359.html
პუტინი და ლუკაშენკო საკავშირო სახელმწიფოს უმაღლესი საბჭოს სხდომას გამართავენ
პუტინი და ლუკაშენკო საკავშირო სახელმწიფოს უმაღლესი საბჭოს სხდომას გამართავენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს საკავშირო სახელმწიფოს უმაღლესი საბჭოს სხდომას... 06.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-06T14:18+0400
2023-04-06T14:18+0400
2023-07-20T15:50+0400
რუსეთი
ბელარუსი
ვლადიმირ პუტინი
ალექსანდრ ლუკაშენკო
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0e/252321418_0:0:2885:1623_1920x0_80_0_0_035e179c93e7db1a24aa2407b653d4ec.jpg
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს საკავშირო სახელმწიფოს უმაღლესი საბჭოს სხდომას გამართავენ, იუწყება „რია ნოვოსტი“.ლუკაშენკო მოსკოვში გუშინ, 5 აპრილს ჩაფრინდა და ცალკე შეხვდა პუტინს. საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა წარმატებით მუშაობს ყველა სფეროში, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე, სახელმწიფოთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში და ეკონომიკურ სფეროში.ბელარუსის ლიდერის პრეს-სამსახურის ცნობით, 6 აპრილის სხდომაზე განხილული იქნება საკავშირო სახელმწიფოს შექმნის შესახებ 2021-2023 წლების ხელშეკრულებებისა და საკავშირო პროგრამების განხორციელების მიმართულები.კიდევ ერთი საკვანძო თემა იქნება საკავშირო სახელმწიფოს უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავება. გარდა ამისა, შეხვედრაზე შეჯამდება შედეგები და განიხილება ერთობლივი სამუშაოები მომავალი პერიოდისთვის.როგორც საკავშირო სახელმწიფოს მდივანმა დმიტრი მეზენცევმა განუცხადა ჟურნალისტებს, საბჭოს სხდომაზე დაგეგმილია კავშირის ინფორმაციული უსაფრთხოების კონცეფციის განხილვა, რომელიც გარკვეულწილად იქნება პასუხი აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ ვითარებაზე. მეზენცევის თქმით, შეხვედრის დღის წესრიგში ასევე შეიძლება შევიდეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა საკავშირო ბიუჯეტი, ორ ქვეყანას შორის როუმინგის გაუქმება, საკავშირო სახელმწიფოს სიმბოლიკა.
ბელარუსი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0e/252321418_46:0:2775:2047_1920x0_80_0_0_b8186de0ed335bad765da088667aac87.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ბელარუსი , ვლადიმირ პუტინი, ალექსანდრ ლუკაშენკო, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ბელარუსი , ვლადიმირ პუტინი, ალექსანდრ ლუკაშენკო, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს საკავშირო სახელმწიფოს უმაღლესი საბჭოს სხდომას გამართავენ,
იუწყება „რია ნოვოსტი“.
ლუკაშენკო მოსკოვში გუშინ, 5 აპრილს ჩაფრინდა და ცალკე შეხვდა პუტინს. საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა წარმატებით მუშაობს ყველა სფეროში, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე, სახელმწიფოთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში და ეკონომიკურ სფეროში.
ბელარუსის ლიდერის პრეს-სამსახურის ცნობით, 6 აპრილის სხდომაზე განხილული იქნება საკავშირო სახელმწიფოს შექმნის შესახებ 2021-2023 წლების ხელშეკრულებებისა და საკავშირო პროგრამების განხორციელების მიმართულები.
კიდევ ერთი საკვანძო თემა იქნება საკავშირო სახელმწიფოს უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავება. გარდა ამისა, შეხვედრაზე შეჯამდება შედეგები და განიხილება ერთობლივი სამუშაოები მომავალი პერიოდისთვის.
როგორც საკავშირო სახელმწიფოს მდივანმა დმიტრი მეზენცევმა განუცხადა ჟურნალისტებს, საბჭოს სხდომაზე დაგეგმილია კავშირის ინფორმაციული უსაფრთხოების კონცეფციის განხილვა, რომელიც გარკვეულწილად იქნება პასუხი აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ ვითარებაზე. მეზენცევის თქმით, შეხვედრის დღის წესრიგში ასევე შეიძლება შევიდეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა საკავშირო ბიუჯეტი, ორ ქვეყანას შორის როუმინგის გაუქმება, საკავშირო სახელმწიფოს სიმბოლიკა.