https://sputnik-georgia.com/20230406/qartveli-mosamartleebis-dasanqcireba-opozicia-sagamoziebo-komisiis-seqmnas-moitxovs-276509763.html
ქართველი მოსამართლეების სანქცირება - ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს
ქართველი მოსამართლეების სანქცირება - ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს
Sputnik საქართველო
ოპოზიციონერები აპირებენ მიმართონ პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით, რათა საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა შეიტანონ. 06.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-06T21:05+0400
2023-04-06T21:05+0400
2023-04-06T23:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/04/251929502_0:172:2048:1325_1920x0_80_0_0_6444e0cb8fb7987ee02f55e3ae69e900.jpg
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. ოპოზიციური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციის გამოძიების მიზნით საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ.ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, მათ, იყვნენ რა სასამართლოების თავმჯდომარეები და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ბოროტად ისარგებლეს თავიანთი უფლებამოსილებით და ამით შეარყიეს კანონის უზენაესობა და საზოგადოების ნდობა ქართული სასამართლო სისტემის მიმართ.სია შეიძლება გაფართოვდეს - ოპოზიციის რეაქცია მოსამართლეების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებზე >>ამისთვის ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტს საკომიტეტო კვირის განმავლობაში პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავენ.იმავდროულად, ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სანქცირებული მოსამართლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა მოითხოვა.ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო ასრულებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ დაკვეთებს. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მიაწვდის შესაბამის მტკიცებულებებს სასამართლო კორუფციის ბრალდებებთან დაკავშირებით, ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. ხოლო საქართველოში კორუფციის საქმის გამოძიება ქართული სამართალდამცველი ორგანოების უფლებამოსილებაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/04/251929502_0:197:1210:1104_1920x0_80_0_0_7c8c031e4fff0de2eea0007a199dde17.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
ქართველი მოსამართლეების სანქცირება - ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს
21:05 06.04.2023 (განახლებულია: 23:21 06.04.2023) ოპოზიციონერები აპირებენ მიმართონ პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით, რათა საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა შეიტანონ.
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. ოპოზიციური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციის გამოძიების მიზნით საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, მათ, იყვნენ რა სასამართლოების თავმჯდომარეები და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ბოროტად ისარგებლეს თავიანთი უფლებამოსილებით და ამით შეარყიეს კანონის უზენაესობა და საზოგადოების ნდობა ქართული სასამართლო სისტემის მიმართ.
„დღეს თითოეული ადამიანი საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე ვალდებულია გამოხატოს პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში იმოქმედოს. ამიტომ გვსურს საქართველოს პარლამენტში უახლოეს მომავალში კენჭისყრაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დადგეს“, – განაცხადა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.
ამისთვის ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტს საკომიტეტო კვირის განმავლობაში პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავენ.
იმავდროულად, ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სანქცირებული მოსამართლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა მოითხოვა.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო ასრულებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ დაკვეთებს. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მიაწვდის შესაბამის მტკიცებულებებს სასამართლო კორუფციის ბრალდებებთან დაკავშირებით, ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. ხოლო საქართველოში კორუფციის საქმის გამოძიება ქართული სამართალდამცველი ორგანოების უფლებამოსილებაა.