https://sputnik-georgia.com/20230406/--------276482712.html
კონკურენციის სააგენტო კინოთეატრების ბილეთების ონლაინ-ბაზარზე დარღვევებს იკვლევს
კონკურენციის სააგენტო კინოთეატრების ბილეთების ონლაინ-ბაზარზე დარღვევებს იკვლევს
Sputnik საქართველო
სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას საქმის მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში იღებს. 06.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-06T16:37+0400
2023-04-06T16:37+0400
2023-04-06T22:16+0400
საქართველო
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
კონკურენციის სააგენტო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23077/81/230778199_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_3618f5ca73999a3749a640a687b9b0dc.jpg
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ელ.ბილეთების" საჩივრის საფუძველზე ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.როგორც უწყებაში განმარტავენ, საკითხი შეეხება კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე სავარაუდო კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებებს.გავრცელებული ინფორმაციით, მოკვლევა ორი მიმართულებით დაიწყო, რაც დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას („კონკურენციის შესახებ" კანონის მე-6 მუხლი) და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს, ე.წ. კარტელურ გარიგებებს („კონკურენციის შესახებ" კანონის მე-7 მუხლი) გულისხმობს.დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე მოკვლევა დაიწყო ერთი ეკონომიკური აგენტის მიმართ, ხოლო, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების სავარაუდო ფაქტზე – ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ.რამდენად არის დაცული მომხმარებელთა უფლებები საქართველოში - კონკურენციის სააგენტოს ანგარიში>>>სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას საქმის მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით კი მოკვლევის პროცესი შეიძლება 18 თვემდე გაგრძელდეს.ამ ეტაპზე კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევის 4 საქმეს განიხილავს – შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო შემთხვევებს – საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, საზღვაო ტრანსპორტის და მუნიციპალური პროექტების ზედამხედველობის სექტორებში. 2023 წელს უწყებამ ერთი მოკვლევა დაასრულა და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23077/81/230778199_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_927ed81d07bac6b2f6d562d2f9136a67.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, კონკურენციის სააგენტო, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, კონკურენციის სააგენტო, ახალი ამბები
კონკურენციის სააგენტო კინოთეატრების ბილეთების ონლაინ-ბაზარზე დარღვევებს იკვლევს
16:37 06.04.2023 (განახლებულია: 22:16 06.04.2023) სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას საქმის მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში იღებს.
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ელ.ბილეთების" საჩივრის საფუძველზე ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო,
ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, საკითხი შეეხება კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე სავარაუდო კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკვლევა ორი მიმართულებით დაიწყო, რაც დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას („კონკურენციის შესახებ" კანონის მე-6 მუხლი) და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს, ე.წ. კარტელურ გარიგებებს („კონკურენციის შესახებ" კანონის მე-7 მუხლი) გულისხმობს.
დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე მოკვლევა დაიწყო ერთი ეკონომიკური აგენტის მიმართ, ხოლო, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების სავარაუდო ფაქტზე – ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ.
სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას საქმის მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით კი მოკვლევის პროცესი შეიძლება 18 თვემდე გაგრძელდეს.
ამ ეტაპზე კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევის 4 საქმეს განიხილავს – შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო შემთხვევებს – საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, საზღვაო ტრანსპორტის და მუნიციპალური პროექტების ზედამხედველობის სექტორებში.
2023 წელს უწყებამ ერთი მოკვლევა დაასრულა და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა.