რა საკითხები განიხილა ღარიბაშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე

© Government of Georgiaპიტერ სიიარტო და ირაკლი ღარიბაშვილი
პიტერ სიიარტო და ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2023
გამოწერა
შეხვედრაზე ხაზი გაესვა მზარდი ორმხრივი ვაჭრობის განვითარების დინამიკას.
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. შავის ზღვის ფსკერზე წყალქვეშა ელექტროკაბელის გაყვანის პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან გამართულ შეხვედრაზე, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ღარიბაშვილმა და სიიარტომ ხაზგასმით აღნიშნეს მწვანე ენერგეტიკის პროექტების პრიორიტეტულობა. მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა და საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი.
პრემიერმა ღარიბაშვილმა პიტერ სიიარტოს ევროინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში მკაფიოდ ასახავს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას.
აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 2022 წლის17 დეკემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას „მწვანე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის განვითარების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას შავი ზღვის ფსკერზე.
ყველა ახალი ამბავი
0