https://sputnik-georgia.com/20230405/saqartvelo-msoplio-bankisgan-46mln-evros-miigebs-276434700.html
საქართველო მსოფლიო ბანკისგან 46 მილიონ ევროს მიიღებს
საქართველო მსოფლიო ბანკისგან 46 მილიონ ევროს მიიღებს
Sputnik საქართველო
საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. 05.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-05T11:37+0400
2023-04-05T11:37+0400
2023-04-05T17:08+0400
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/11/251494468_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_cef68b047342465ba2b90d44a4d94e23.jpg
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ქვეყნის მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის პირველი ოპერაციის ფარგლებში მსოფლიო ბანკი საქართველოს 46,3 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს, იუწყება ფინანსთა სამინისტრო.სახსრები მოხმარდება მწვანე და მდგრადი განვითარების, მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას.შესაბამის საკრედიტო შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.პროგრამა მოიცავს კლიმატის ცვლილების კუთხით ვალდებულებებს (ტყის მდგრადი მართვა, სამრეწველო ემისიების მართვა, განახლებადი ენერგიების წარმოება), პირობითი ვალდებულებებისა და ფისკალური რისკების შერბილებას (სახელმწიფო საწარმოთა ფინანსური ზედამხედველობის პროცედურები და მმართველობის ფორმები), მიწაზე, წყალსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას (ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა, გადახდის სისტემები და გადახდის სერვისები).გერმანია დაინტერესებულია საქართველოდან ევროპაში ენერგეტიკული ხიდის პროექტით>>>საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი სულ ითვალისწინებს 69,3 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის მობილიზებას.პროექტის ძირითადი მიზანია კახეთის, შიდა და ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონებში ირიგაციისა და დრენაჟის სერვისების და სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაუმჯობესება.პროექტი ითვალისწინებს ინვესტიციებს ირიგაციის სექტორში, მიწისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებში, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას.საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. მას შემდეგ მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 100-ზე მეტი პროექტის დასაფინანსებლად დაახლოებით 4,3 მილიარდი დოლარის ღირებულების შეღავათიანი სესხი და კრედიტი გასცა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/11/251494468_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_831bbdff9ea1d7f0e16327570514d9fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, მსოფლიო ბანკი , ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, მსოფლიო ბანკი , ახალი ამბები
საქართველო მსოფლიო ბანკისგან 46 მილიონ ევროს მიიღებს
11:37 05.04.2023 (განახლებულია: 17:08 05.04.2023) საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა.
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ქვეყნის მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის პირველი ოპერაციის ფარგლებში მსოფლიო ბანკი საქართველოს 46,3 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს, იუწყება ფინანსთა სამინისტრო.
სახსრები მოხმარდება მწვანე და მდგრადი განვითარების, მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას.
შესაბამის საკრედიტო შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.
პროგრამა მოიცავს კლიმატის ცვლილების კუთხით ვალდებულებებს (ტყის მდგრადი მართვა, სამრეწველო ემისიების მართვა, განახლებადი ენერგიების წარმოება), პირობითი ვალდებულებებისა და ფისკალური რისკების შერბილებას (სახელმწიფო საწარმოთა ფინანსური ზედამხედველობის პროცედურები და მმართველობის ფორმები), მიწაზე, წყალსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას (ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა, გადახდის სისტემები და გადახდის სერვისები).
საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი სულ ითვალისწინებს 69,3 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის მობილიზებას.
პროექტის ძირითადი მიზანია კახეთის, შიდა და ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონებში ირიგაციისა და დრენაჟის სერვისების და სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაუმჯობესება.
პროექტი ითვალისწინებს ინვესტიციებს ირიგაციის სექტორში, მიწისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებში, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას.
საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. მას შემდეგ მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 100-ზე მეტი პროექტის დასაფინანსებლად დაახლოებით 4,3 მილიარდი დოლარის ღირებულების შეღავათიანი სესხი და კრედიტი გასცა.