https://sputnik-georgia.com/20230405/maria-zaxarova-maria-lvova-belova-276450023.html
ზახაროვა გერმანიას ურჩევს, გაეცნოს ლვოვა-ბელოვას გამოსვლას
ზახაროვა გერმანიას ურჩევს, გაეცნოს ლვოვა-ბელოვას გამოსვლას
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. გერმანელი ჩინოვნიკებისთვის სასარგებლო იქნებოდა, რომ რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას გამოსვლის შინაარსს გაცნობოდნენ... 05.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-05T18:37+0400
2023-04-05T18:37+0400
2023-07-20T15:50+0400
რუსეთი
გერმანია
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24836/45/248364564_0:0:3031:1705_1920x0_80_0_0_865d8ebecb3a45774f82aa9716ccfd57.jpg
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. გერმანელი ჩინოვნიკებისთვის სასარგებლო იქნებოდა, რომ რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას გამოსვლის შინაარსს გაცნობოდნენ, დაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ Telegram-არხზე.საგარეო უწყების სპიკერმა გერმანიაში 2022 წლის დანაშაულის მდგომარეობის შესახებ დახურულ ანგარიშზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანაში უკრაინელი ლტოლვილების შესვლის შემდეგ დანაშაულმა მნიშვნელოვანად მოიმატა.მანამდე დიდმა ბრიტანეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა და გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას გამოსვლის ტრანსლაცია აკრძალა. ლვოვა-ბელოვა, რომელზეც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ასევე გასცა დაპატიმრების ორდერი (ვლადიმირ პუტინთან ერთად), რუსეთის ინიციატივით მოწვეულ სხდომაზე უკრაინიდან ევაკუირებული ბავშვების თემაზე აპირებდა სიტყვით გამოსვლას.როგორც გაეროში ბრიტანეთის წარმომადგენლობა წერს, მარია ლვოვა-ბელოვას, რომელიც „უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციასა და გადაადგილებაზეა“ პასუხისმგებელი, არ შეიძლება გაეროს პლატფორმა დაეთმოს დეზინფორმაციის გასავრცელებლად. „თუ მარია ლვოვა-ბელოვას საკუთარ მოქმედებებზე საუბარი სურს, მას ამის გაკეთება ჰააგაში შეუძლია“, – აღნიშნეს წარმომადგენლობაში.
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24836/45/248364564_212:0:2943:2048_1920x0_80_0_0_784044d0db18cc1fc0697477b0ac51c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, გერმანია , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, გერმანია , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ზახაროვა გერმანიას ურჩევს, გაეცნოს ლვოვა-ბელოვას გამოსვლას
18:37 05.04.2023 (განახლებულია: 15:50 20.07.2023) თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. გერმანელი ჩინოვნიკებისთვის სასარგებლო იქნებოდა, რომ რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას გამოსვლის შინაარსს გაცნობოდნენ, დაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ Telegram-არხზე.
„დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბავშვთა უფლებების ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას პრესკონფერენცია გაიმართა უცხოური მედიისთვის, რომელიც რუსეთის ბავშვთა უფლებების ომბუდსმენების ინსტიტუტის ძირითად საქმიანობას მიეძღვნა. გერმანელი ჩინოვნიკებისთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა მისი შინაარსის გაცნობა, რათა ბავშვების დაცვა რეალური სისტემური მუშაობის მაგალითებიდან ისწავლონ. კრიმინალური სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, გერმანიას აშკარად არ ჰყოფნის ასეთი ძალისხმევები“, — მიაჩნია ზახაროვას.
საგარეო უწყების სპიკერმა გერმანიაში 2022 წლის დანაშაულის მდგომარეობის შესახებ დახურულ ანგარიშზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანაში უკრაინელი ლტოლვილების შესვლის შემდეგ დანაშაულმა მნიშვნელოვანად მოიმატა.
„უკრაინელი ლტოლვილების შედინების გათვალისწინებით, რომლებიც რეალურად გაითქვიფნენ გერმანულ საზოგადოებაში და იქ დოკუმენტების, რეგისტრაციის, სამედიცინო და სოციალური უზრუნველყოფის გარეშე ცხოვრობენ, [დანაშაულის] რეალური მაჩვენებლები შეიძლება ბევრად მეტი იყოს“, — წერს ზახაროვა.
მანამდე დიდმა ბრიტანეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა და გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას გამოსვლის ტრანსლაცია აკრძალა. ლვოვა-ბელოვა, რომელზეც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ასევე გასცა დაპატიმრების ორდერი (ვლადიმირ პუტინთან ერთად), რუსეთის ინიციატივით მოწვეულ სხდომაზე უკრაინიდან ევაკუირებული ბავშვების თემაზე აპირებდა სიტყვით გამოსვლას.
როგორც გაეროში ბრიტანეთის წარმომადგენლობა წერს, მარია ლვოვა-ბელოვას, რომელიც „უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციასა და გადაადგილებაზეა“ პასუხისმგებელი, არ შეიძლება გაეროს პლატფორმა დაეთმოს დეზინფორმაციის გასავრცელებლად. „თუ მარია ლვოვა-ბელოვას საკუთარ მოქმედებებზე საუბარი სურს, მას ამის გაკეთება ჰააგაში შეუძლია“, – აღნიშნეს წარმომადგენლობაში.