https://sputnik-georgia.com/20230405/erdoranma-gaeros-usisroebis-sabwos-reforma-moitxova-276438749.html
მსოფლიოს ბედი ხუთი ქვეყნის მახეშია: ერდოღანი გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას ითხოვს
მსოფლიოს ბედი ხუთი ქვეყნის მახეშია: ერდოღანი გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას ითხოვს
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ამჟამინდელი წესრიგი, რომლის თანახმად ხუთი ქვეყანა განსაზღვრავს კაცობრიობის ბედს, არამდგრადია, აუცილებელია გაეროს უშიშროების საბჭოს... 05.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-05T12:22+0400
2023-04-05T12:22+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
თურქეთი
გაეროს უშიშროების საბჭო
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252627620_0:163:1600:1064_1920x0_80_0_0_191ccc3a90b763ac7e5f96bb92434f4d.jpg
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ამჟამინდელი წესრიგი, რომლის თანახმად ხუთი ქვეყანა განსაზღვრავს კაცობრიობის ბედს, არამდგრადია, აუცილებელია გაეროს უშიშროების საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.აღსანიშნავია, რომ ერდოღანი პირველი თურქი პოლიტიკოსი არ არის, რომელმაც უშიშროების საბჭოს რეფორმირების საკითხი წამოჭრა. როგორც მანამდე, 2022 წლის მარტში განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა აჩვენა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო რეფორმირებას საჭიროებს.ამ მოსაზრებას ასევე იზიარებს იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კისიდაც. მისი თქმით, უშიშროების საბჭო არაეფექტურია, ვინაიდან მან ვერ მოახერხა უკრაინაში რუსეთის მოქმედების დაგმობა — რუსეთმა მაშინ თავად დაადო რეზოლუციას ვეტო.გაეროს უშიშროების საბჭოში 15 სახელმწიფო შედის. აქედან ხუთი — რუსეთი, ჩინეთი, აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მუდმივი წევრები არიან. თითოეულ მათგანს აქვს უფლება, ვეტო დაადოს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას.წყარო: Anadolu
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252627620_224:157:1484:1102_1920x0_80_0_0_656a101ad408b8e7a2eed8af62c314be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურქეთი , გაეროს უშიშროების საბჭო, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი , გაეროს უშიშროების საბჭო, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ამჟამინდელი წესრიგი, რომლის თანახმად ხუთი ქვეყანა განსაზღვრავს კაცობრიობის ბედს, არამდგრადია, აუცილებელია გაეროს უშიშროების საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
„არსებული წესრიგი, რომელიც ხუთი ქვეყნის მახეში აქცევს კაცობრიობის ბედს, არ არის მდგრადი. უკიდურესად აუცილებელია გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმა ინკლუზიური და ყოვლისმომცველი გაგებით“, — აღნიშნა ერდოღანმა უცხოელ ელჩებთან და დიპლომატებთან გამართულ ვახშამზე, რომელიც რამადანის ღონისძიება იფთარს ეძღვნებოდა.
აღსანიშნავია, რომ ერდოღანი პირველი თურქი პოლიტიკოსი არ არის, რომელმაც უშიშროების საბჭოს რეფორმირების საკითხი წამოჭრა. როგორც მანამდე, 2022 წლის მარტში განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა აჩვენა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო რეფორმირებას საჭიროებს.
ამ მოსაზრებას ასევე იზიარებს იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კისიდაც. მისი თქმით, უშიშროების საბჭო არაეფექტურია, ვინაიდან მან ვერ მოახერხა უკრაინაში რუსეთის მოქმედების დაგმობა — რუსეთმა მაშინ თავად დაადო რეზოლუციას ვეტო.
გაეროს უშიშროების საბჭოში 15 სახელმწიფო შედის. აქედან ხუთი — რუსეთი, ჩინეთი, აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მუდმივი წევრები არიან. თითოეულ მათგანს აქვს უფლება, ვეტო დაადოს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას.