https://sputnik-georgia.com/20230405/avariuli-saxlebis-chanacvleba-meriam-axali-programa-chaushva-276448810.html
ავარიული სახლების ჩანაცვლება - თბილისის მერიამ ახალი პროგრამა აამოქმედა
ავარიული სახლების ჩანაცვლება - თბილისის მერიამ ახალი პროგრამა აამოქმედა
Sputnik საქართველო
თბილისის მერიამ ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის პროგრამის ორი მოდელი წარმოადგინა. 05.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-05T17:41+0400
2023-04-05T17:41+0400
2023-04-05T22:09+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/09/274741239_0:154:3000:1842_1920x0_80_0_0_7337dbce9f22ea32afdaf40fa17a2446.jpg
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. თბილისის მერიამ დედაქალაქის ისტორიული უბნების განახლების პროგრამა დაიწყო, რომელიც ავარიული შენობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.ამჟამად დედაქალაქში 10 ათასამდე ავარიული შენობაა აღრიცხული, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების სტანდარტები, შენობას დამახინჯებული აქვს იერსახე და მისი ღირებულება დაბალია.მისი თქმით, შემუშავებულია ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის პროგრამის ორი მოდელი. პირველი პროგრამის თანახმად, ისტორიულ უბნებში არსებული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის პროცესში ბიზნეს-სექტორი ჩაერთვება, უშუალოდ პროექტის შედგენას, ხარჯთაღრიცხვასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს.„მხოლოდ მათი თანხმობით“ - კალაძე ავარიული კორპუსების მცხოვრებთა განსახლებაზე>>>მუნიციპალიტეტი ბიზნეს-სექტორს სთავაზობს – მათ საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომელიც აუცილებლად ისტორიული უბნების გარეთ უნდა მდებარეობდეს, გასცეს მიმდებარე არეალთან შესაბამისი გეგმარებითი გადაწყვეტილება და მიანიჭოს კონკრეტული პარამეტრები.გარდა ამისა, დაინტერესებულ ბიზნეს-სუბიექტს შესაძლებლობა ექნება შესაბამისი თანხა პირდაპირ ბიუჯეტში გადაიხადოს და სამუშაოების შესრულება მთლიანად გადააბაროს თბილისის განვითარების ფონდს.მეორე პროგრამის ფარგლებში ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრების, ქონების გასხვისების/გაყიდვის პროცესი აუქციონის საშუალებით თბილისის მერიამ უზრუნველყოს.ერთობლივი განცხადების და მესაკუთრეთა თანხმობის შემდეგ მერია აზომავს უძრავ ქონებას და უზრუნველყოფს ქონების საექსპერტო შეფასებას მისი ღირებულების დასადგენად.ამის შემდეგ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და სხვა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები მიიღებენ ოპტიმალური დაგეგმარების გადაწყვეტილებას და ეს დეტალური ინფორმაცია მერიის ვებ-გვერდზე განთავსდება ორი თვის განმავლობაში.დაინტერესებული პირების მოთხოვნის საფუძველზე მერია მათ აღნიშნული ტერიტორიის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდის.მერიის ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსებიდან ორ თვეში ქონება აუქციონზე გავა. საბოლოო ჯამში მფლობელებს შესთავაზებენ აუქციონზე დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ ფასს და ეს კონკრეტული ქონება მხოლოდ მათი გადაწყვეტილებით გაიყიდება.თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა 2022 წელს დაიწყო, რაც გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/09/274741239_170:0:2831:1996_1920x0_80_0_0_21e2088235db80aed1c55e705a0e350f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , საზოგადოება, ახალი ამბები
ავარიული სახლების ჩანაცვლება - თბილისის მერიამ ახალი პროგრამა აამოქმედა
17:41 05.04.2023 (განახლებულია: 22:09 05.04.2023) თბილისის მერიამ ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის პროგრამის ორი მოდელი წარმოადგინა.
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. თბილისის მერიამ დედაქალაქის ისტორიული უბნების განახლების პროგრამა დაიწყო, რომელიც ავარიული შენობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
ამჟამად დედაქალაქში 10 ათასამდე ავარიული შენობაა აღრიცხული, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების სტანდარტები, შენობას დამახინჯებული აქვს იერსახე და მისი ღირებულება დაბალია.
„უკვე ამოქმედდა ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი დედაქალაქისთვის და ვიმედოვნებ, რომ მოსახლეობის და ბიზნესის აქტიური მონაწილეობით შესაძლებელი იქნება არაერთი ავარიული შენობის განახლება“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, შემუშავებულია ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის პროგრამის ორი მოდელი. პირველი პროგრამის თანახმად, ისტორიულ უბნებში არსებული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის პროცესში ბიზნეს-სექტორი ჩაერთვება, უშუალოდ პროექტის შედგენას, ხარჯთაღრიცხვასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს.
მუნიციპალიტეტი ბიზნეს-სექტორს სთავაზობს – მათ საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომელიც აუცილებლად ისტორიული უბნების გარეთ უნდა მდებარეობდეს, გასცეს მიმდებარე არეალთან შესაბამისი გეგმარებითი გადაწყვეტილება და მიანიჭოს კონკრეტული პარამეტრები.
გარდა ამისა, დაინტერესებულ ბიზნეს-სუბიექტს შესაძლებლობა ექნება შესაბამისი თანხა პირდაპირ ბიუჯეტში გადაიხადოს და სამუშაოების შესრულება მთლიანად გადააბაროს თბილისის განვითარების ფონდს.
მეორე პროგრამის ფარგლებში ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრების, ქონების გასხვისების/გაყიდვის პროცესი აუქციონის საშუალებით თბილისის მერიამ უზრუნველყოს.
„აუქციონის ჩატარება და მასთან დაკავშირებული შემდგომი ყველა საჭირო პროცედურა თბილისის მერიის მიერ სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე განხორციელდება“, – განაცხადა კალაძემ.
ერთობლივი განცხადების და მესაკუთრეთა თანხმობის შემდეგ მერია აზომავს უძრავ ქონებას და უზრუნველყოფს ქონების საექსპერტო შეფასებას მისი ღირებულების დასადგენად.
ამის შემდეგ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და სხვა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები მიიღებენ ოპტიმალური დაგეგმარების გადაწყვეტილებას და ეს დეტალური ინფორმაცია მერიის ვებ-გვერდზე განთავსდება ორი თვის განმავლობაში.
დაინტერესებული პირების მოთხოვნის საფუძველზე მერია მათ აღნიშნული ტერიტორიის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდის.
მერიის ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსებიდან ორ თვეში ქონება აუქციონზე გავა. საბოლოო ჯამში მფლობელებს შესთავაზებენ აუქციონზე დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ ფასს და ეს კონკრეტული ქონება მხოლოდ მათი გადაწყვეტილებით გაიყიდება.
თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა 2022 წელს დაიწყო, რაც გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას.