https://sputnik-georgia.com/20230404/saqartvelosi-demografiis-sakitxebze-specialuri-sabwo-imusavebs-276431029.html
საქართველოში დემოგრაფიის საკითხებზე სპეციალური საბჭო იმუშავებს
საქართველოში დემოგრაფიის საკითხებზე სპეციალური საბჭო იმუშავებს
Sputnik საქართველო
საბჭოს მთავარი მიზანი იქნება ერთიანი მიდგომის შემუშავება იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობის ცვლილებასთან. 04.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-04T23:39+0400
2023-04-04T23:39+0400
2023-04-04T23:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
დემოგრაფია
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271825855_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_270be018da16603619b4fb9d5b1c5121.jpg
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. დემოგრაფიულ საკითხებზე და განვითარების სტრატეგიებზე იმუშავებს სპეციალური საბჭო, რომელშიც შევლენ მინისტრები, საპარლამენტო კომიტეტების სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელები და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.დემოგრაფიული განვითარების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ქვეყანაში უარყოფითი ბუნებრივი მატების (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) ფონზე, რომელიც ზედიზედ მეორე წელია მეორდება.საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება საბჭოს შექმნის და მისი მუშაობის წესდების შესახებ ძალაში შევიდა.საბჭოს უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი და მასში შევა მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი, ასევე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ასევე საშინაო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელები.საბჭოს მთავარი მიზანი იქნება საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება და ერთიანი მიდგომის შემუშავება იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობის ცვლილებასთან.საბჭო თავისი მუშაობის ფარგლებში შეიმუშავებს 2023-2030 წლების დემოგრაფიული განვითარების სტრატეგიას და წარადგენს მისი განხორციელების გეგმას.2022 წელს უფრო მეტი ბიჭი დაიბადა: „საქსტატის“ ახალი მონაცემები >>ამასთან, გეგმების განსახორციელებლად საბჭო მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივებს, შეიმუშავებს დარგობრივ სტრატეგიებს დემოგრაფიული განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად და ასევე გაუწევს მონიტორინგს სტრატეგიის შესრულებას.საბჭო ყოველ ექვს თვეში ერთხელ შეიკრიბება.საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება. 2022 წლის 1 იანვრის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის საშუალო ასაკი 38 წელი იყო, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 71,4 წელი. ამასთან, საქართველოში პირველი შვილის გააჩენის საშუალო ასაკი 26,4 წელია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271825855_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_230307442d23462a227c3d564fca5de6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, დემოგრაფია, საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პარლამენტი, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, დემოგრაფია, საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პარლამენტი, საქსტატი
საქართველოში დემოგრაფიის საკითხებზე სპეციალური საბჭო იმუშავებს
საბჭოს მთავარი მიზანი იქნება ერთიანი მიდგომის შემუშავება იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობის ცვლილებასთან.
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. დემოგრაფიულ საკითხებზე და განვითარების სტრატეგიებზე იმუშავებს სპეციალური საბჭო, რომელშიც შევლენ მინისტრები, საპარლამენტო კომიტეტების სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელები და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
დემოგრაფიული განვითარების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ქვეყანაში უარყოფითი ბუნებრივი მატების (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) ფონზე, რომელიც ზედიზედ მეორე წელია მეორდება.
საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება საბჭოს შექმნის და მისი მუშაობის წესდების შესახებ ძალაში შევიდა.
საბჭოს უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი და მასში შევა მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი, ასევე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ასევე საშინაო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელები.
საბჭოს მთავარი მიზანი იქნება საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება და ერთიანი მიდგომის შემუშავება იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობის ცვლილებასთან.
საბჭო თავისი მუშაობის ფარგლებში შეიმუშავებს 2023-2030 წლების დემოგრაფიული განვითარების სტრატეგიას და წარადგენს მისი განხორციელების გეგმას.
ამასთან, გეგმების განსახორციელებლად საბჭო მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივებს, შეიმუშავებს დარგობრივ სტრატეგიებს დემოგრაფიული განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად და ასევე გაუწევს მონიტორინგს სტრატეგიის შესრულებას.
საბჭო ყოველ ექვს თვეში ერთხელ შეიკრიბება.
საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება. 2022 წლის 1 იანვრის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის საშუალო ასაკი 38 წელი იყო, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 71,4 წელი. ამასთან, საქართველოში პირველი შვილის გააჩენის საშუალო ასაკი 26,4 წელია.