https://sputnik-georgia.com/20230404/saqartvelos-parlamentsi-musaobas-xuti-axali-deputati-iwyebs-276423285.html
საქართველოს პარლამენტში მუშაობას ხუთი ახალი დეპუტატი იწყებს
საქართველოს პარლამენტში მუშაობას ხუთი ახალი დეპუტატი იწყებს
Sputnik საქართველო
მმართველი პარტიის რიგებში გადაადგილებებია. 04.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-04T18:59+0400
2023-04-04T18:59+0400
2023-04-04T22:20+0400
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24640/27/246402764_0:82:3000:1770_1920x0_80_0_0_0c21d369fb14e207b24d604868d93ce4.jpg
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხუთი წევრის დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.24 მარტს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ გიორგი ამილახვარს, თავდაცვის ძალების ყოფილ მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილს, გიორგი ხელაშვილსა და ირაკლი კოვზანაძეს.ეს პოლიტიკოსები მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების" სიით მოხვდნენ, შესაბამისად, მათი ადგილები საკანონმდებლო ორგანოში სიაში მომდევნო პირებმა უნდა დაიკავონ.ამგვარად, ამილახვრის ადგილი პარლამენტში დაიკავა გიორგი ჩაკვეტაძემ, მის სადეპუტატო უფლებამოსილებას მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა. ამდენივე დეპუტატმა დაუჭირა მხარი მერაბ ქვარაიას, რომელმაც ხელაშვილი შეცვალა.„ქართული ოცნების“ ხუთ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა>>თენგიზ შარმანაშვილს, რომელმაც კოვზანაძე შეცვალა, ასევე სალომე ქურასბედიანს, რომელსაც მანდატი ნინო იობაშვილის ნაცვლად ერგო გენდერული კვოტის გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა პარლამენტის 87-მა დეპუტატმა.ყველაზე მეტი ხმა მიიღო ირაკლი კვარაცხელიამ, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში ჩაჩიბაია შეცვალა.ვინ სად წავიდაამილახვარს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა მისი განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დანიშვნის გამო.გადაწყვეტილებები ჩაჩიბაიასა და იობაშვილთან დაკავშირებით ასევე დანიშვნებს უკავშირდება. ჩაჩიბაია პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა, იობაშვილი ასევე პრემიერის მრჩეველი გახდა საგარეო პოლიტიკურ საკითხებში.ხელაშვილი დაინიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად.რაც შეეხება კოვზანაძეს, მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა არანაირ დანიშვნას არ უკავშირდება, მან განცხადება დაწერა და მანდატზე უარი თქვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24640/27/246402764_266:0:2735:1852_1920x0_80_0_0_04c9353d51d8d7cff669e8e9062f3839.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტში მუშაობას ხუთი ახალი დეპუტატი იწყებს
18:59 04.04.2023 (განახლებულია: 22:20 04.04.2023) მმართველი პარტიის რიგებში გადაადგილებებია.
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხუთი წევრის დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
24 მარტს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ გიორგი ამილახვარს, თავდაცვის ძალების ყოფილ მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილს, გიორგი ხელაშვილსა და ირაკლი კოვზანაძეს.
ეს პოლიტიკოსები მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების" სიით მოხვდნენ, შესაბამისად, მათი ადგილები საკანონმდებლო ორგანოში სიაში მომდევნო პირებმა უნდა დაიკავონ.
ამგვარად, ამილახვრის ადგილი პარლამენტში დაიკავა გიორგი ჩაკვეტაძემ, მის სადეპუტატო უფლებამოსილებას მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა. ამდენივე დეპუტატმა დაუჭირა მხარი მერაბ ქვარაიას, რომელმაც ხელაშვილი შეცვალა.
თენგიზ შარმანაშვილს, რომელმაც კოვზანაძე შეცვალა, ასევე სალომე ქურასბედიანს, რომელსაც მანდატი ნინო იობაშვილის ნაცვლად ერგო გენდერული კვოტის გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა პარლამენტის 87-მა დეპუტატმა.
ყველაზე მეტი ხმა მიიღო ირაკლი კვარაცხელიამ, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში ჩაჩიბაია შეცვალა.
ამილახვარს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა მისი განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დანიშვნის გამო.
გადაწყვეტილებები ჩაჩიბაიასა და იობაშვილთან დაკავშირებით ასევე დანიშვნებს უკავშირდება. ჩაჩიბაია პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა, იობაშვილი ასევე პრემიერის მრჩეველი გახდა საგარეო პოლიტიკურ საკითხებში.
ხელაშვილი დაინიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად.
რაც შეეხება კოვზანაძეს, მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა არანაირ დანიშვნას არ უკავშირდება, მან განცხადება დაწერა და მანდატზე უარი თქვა.