„ქართული ოცნების“ ხუთ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2023
გამოწერა
ოთხ შემთხვევაში სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზია სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშვნა.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხუთი დეპუტატისთვის მანდატის ჩამორთმევას მხარი დაუჭირა.
გიორგი ამილახვარს საპარლამენტო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დანიშვნის გამო.
დანიშვნებს უკავშირდება ასევე გადაწყვეტილებები საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილ მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაისთან და ნინო იობაშვილთან დაკავშირებით. ჩაჩიბაია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა, იობაშვილი – ასევე პრემიერის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
გიორგი ხელაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად დაინიშნა.
რაც შეეხება ირაკლი კოვზანაძეს, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა არანაირ დანიშვნას არ უკავშირდება, მან მანდატზე უარის თქმის შესახებ განცხადება დაწერა.
ხუთივე დეპუტატი პარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით არის მოხვედრილი, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში მათ სიით მომდევნო პარტიელები ჩაანაცვლებენ.
ყველა ახალი ამბავი
0