https://sputnik-georgia.com/20230404/saqartvelos-parlamentma-tavdacvis-ganaxlebuli-kodeqsi-pirveli-mosmenit-miiro-276432224.html
საქართველოს პარლამენტმა თავდაცვის განახლებული კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
საქართველოს პარლამენტმა თავდაცვის განახლებული კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
Sputnik საქართველო
თავდაცვის განახლებული კოდექსი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ეხება გაწვევის სისტემას, მეორე კი პროფესიულ არმიას. 04.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-04T21:05+0400
2023-04-04T21:05+0400
2023-04-05T01:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს თავდაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/02/234430228_0:0:1501:844_1920x0_80_0_0_cfe193773d0ddda32c8b82fc2144523f.jpg
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის განახლებული კოდექსი, რომელიც გაწვევის სისტემის და თავდაცვის ძალების რეფორმას ეხება, პირველი მოსმენით იქნა მიღებული. ცვლილებებს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა ორის წინააღმდეგ.თავდაცვის განახლებული კოდექსი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ეხება გაწვევის სისტემას, მეორე კი პროფესიულ არმიას.გაწვევის სიახლეებიცვლილებების თანახმად, წვევამდელების ასაკი უცვლელი რჩება - 18-დან 27 წლამდე.გაწვევა განხორციელდება მხოლოდ სამხედრო სამსახურში, რომელსაც ერქმევა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. გაწვევა განხორციელდება წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.წვევამდელთა სამსახური იქნება ანაზღაურებადი, ასევე იქნება გათვალისწინებული შვებულებები და დასვენების დღეები. წვევამდელი თავად აირჩევს სამსახურის გავლის სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს:გარდა ამისა, ყველა გაწვეულს ეკუთვნის დასვენება ოფიციალურ უქმე დღეებში. ასევე, სამსახურის პერიოდში გაწვეულებს შეუნარჩუნდებათ სამუშაო ადგილი, ხელფასი საჯარო სამსახურის შემთხვევაში, ყველა ის შეღავათი, რომლებითაც ის სარგებლობდა გაწვევამდე, ასევე გაწვეული უფასოდ ისარგებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.სიახლის მიხედვით, პროექტის ფარგლებში ყველა კონფესიის მღვდელმსახურები გაივლიან ალტერნატიულ მსახურებას, ხოლო სტუდენტებს საშუალება ექნებათ აირჩიონ მათთვის შესაფერისი ვარიანტი - წელიწადში ერთხელ ერთი თვის განმავლობაში ან სწავლის პერიოდში ინტენსიურ კურსს, ოფიცრის წოდების მისაღებად.მოქმედი კანონმდებლობით, წვევამდელთა სამსახური მოიცავს ერთ წელიწადს და შვებულებას არ ითვალისწინებს.თავდაცვის ძალების სიახლეებითავად სამხედრო სამსახური მოიცავს რეგულარულ და სარეზერვო სამსახურს. რეგულარულ სამხედრო სამსახურში პროფესიული და ვადიანი სამსახური იქნება, ხოლო სარეზერვო სამსახური- აქტიურ სარეზერვო სამსახურს და სამობილიზაციო რეზერვს.ამასთან, აქტიური სარეზერვო სამსახური დაიყოფა ტერიტორიულ სარეზერვო სამსახურად და სპეციალისტთა რეზერვად, ხოლო სამობილიზაციო რეზერვი შედგება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვისა და საერთო სამობილიზაციო რეზერვისგან.ამასთან, პროექტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი მხოლოდ თავდაცვის ძალებში მომსახურეებს ექნებათ, დანარჩენებს - სპეციალური წოდებები.ჯუანშერ ბურჭულაძე: სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით გაწვევას ვემხრობით >>ამასთან, სამხედრო სამსახური თავსებადი იქნება მხოლოდ სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით, სამედიცინო საქმიანობასთან, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან და საწარმოო საქმიანობასთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობასთან.ამ შემთხვევაში შეთავსება სავალდებულო იქნება სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის.აგრეთვე იცვლება სამხედრო მოსამსახურეთათვის წოდებების მინიჭების სისტემაც. უმცროსი ოფიცრის წოდების მინიჭების ვადები შემცირდება.ასე მაგალითად, კაპრალის ან კაპრალ-სპეციალისტის წოდების მინიჭებისთვის ორი წლის ნაცვლად ერთი წელი იქნება საჭირო, უფროსი სერჟანტის წოდებისთვის - სამი წელი ოთხის ნაცვლად.მაგრამ უფროსი ოფიცრის წოდების მინიჭების ვადები გაიზრდება. მაიორის წოდების მისაღებად კაპიტანს 4 წლის ნამსახური დასჭირდება, ხოლო მაიორს ვიცე-პოლკოვნიკის წოდებისთვის - 5 წელი.ამავდროულად, ქართულ ჯარში რიგითებისთვის სამსახურის მაქსიმალური ასაკი 50-დან 45 წლამდე შემცირდება, მაგრამ სერჟანტებისთვის ჯარში სამსახურის მაქსიმალური ასაკი 50-დან 55 წლამდე გაიზრდება. ასეთივე იქნება სამხედრო ექიმების მაქსიმალური ასაკი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/02/234430228_25:0:1358:1000_1920x0_80_0_0_9301aeb181de38adc175d7f7076546ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს თავდაცვა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს თავდაცვა
საქართველოს პარლამენტმა თავდაცვის განახლებული კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
21:05 04.04.2023 (განახლებულია: 01:04 05.04.2023) თავდაცვის განახლებული კოდექსი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ეხება გაწვევის სისტემას, მეორე კი პროფესიულ არმიას.
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის განახლებული კოდექსი, რომელიც გაწვევის სისტემის და თავდაცვის ძალების რეფორმას ეხება, პირველი მოსმენით იქნა მიღებული. ცვლილებებს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა ორის წინააღმდეგ.
თავდაცვის განახლებული კოდექსი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ეხება გაწვევის სისტემას, მეორე კი პროფესიულ არმიას.
ცვლილებების თანახმად, წვევამდელების ასაკი უცვლელი რჩება - 18-დან 27 წლამდე.
გაწვევა განხორციელდება მხოლოდ სამხედრო სამსახურში, რომელსაც ერქმევა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. გაწვევა განხორციელდება წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
წვევამდელთა სამსახური იქნება ანაზღაურებადი, ასევე იქნება გათვალისწინებული შვებულებები და დასვენების დღეები. წვევამდელი თავად აირჩევს სამსახურის გავლის სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს:
სამსახური საბრძოლო ქვედანაყოფში - ექვსი თვე:
სამსახური დაცვისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში - რვა თვე;
სამსახური უმცროსი სამეთაურო წოდების მისაღებად და გარკვეული სპეციალობის დაუფლებისთვის - 11 თვე.
გარდა ამისა, ყველა გაწვეულს ეკუთვნის დასვენება ოფიციალურ უქმე დღეებში. ასევე, სამსახურის პერიოდში გაწვეულებს შეუნარჩუნდებათ სამუშაო ადგილი, ხელფასი საჯარო სამსახურის შემთხვევაში, ყველა ის შეღავათი, რომლებითაც ის სარგებლობდა გაწვევამდე, ასევე გაწვეული უფასოდ ისარგებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
სიახლის მიხედვით, პროექტის ფარგლებში ყველა კონფესიის მღვდელმსახურები გაივლიან ალტერნატიულ მსახურებას, ხოლო სტუდენტებს საშუალება ექნებათ აირჩიონ მათთვის შესაფერისი ვარიანტი - წელიწადში ერთხელ ერთი თვის განმავლობაში ან სწავლის პერიოდში ინტენსიურ კურსს, ოფიცრის წოდების მისაღებად.
მოქმედი კანონმდებლობით, წვევამდელთა სამსახური მოიცავს ერთ წელიწადს და შვებულებას არ ითვალისწინებს.
თავდაცვის ძალების სიახლეები
თავად სამხედრო სამსახური მოიცავს რეგულარულ და სარეზერვო სამსახურს. რეგულარულ სამხედრო სამსახურში პროფესიული და ვადიანი სამსახური იქნება, ხოლო სარეზერვო სამსახური- აქტიურ სარეზერვო სამსახურს და სამობილიზაციო რეზერვს.
ამასთან, აქტიური სარეზერვო სამსახური დაიყოფა ტერიტორიულ სარეზერვო სამსახურად და სპეციალისტთა რეზერვად, ხოლო სამობილიზაციო რეზერვი შედგება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვისა და საერთო სამობილიზაციო რეზერვისგან.
ამასთან, პროექტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი მხოლოდ თავდაცვის ძალებში მომსახურეებს ექნებათ, დანარჩენებს - სპეციალური წოდებები.
ამასთან, სამხედრო სამსახური თავსებადი იქნება მხოლოდ სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით, სამედიცინო საქმიანობასთან, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან და საწარმოო საქმიანობასთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობასთან.
ამ შემთხვევაში შეთავსება სავალდებულო იქნება სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის.
აგრეთვე იცვლება სამხედრო მოსამსახურეთათვის წოდებების მინიჭების სისტემაც. უმცროსი ოფიცრის წოდების მინიჭების ვადები შემცირდება.
ასე მაგალითად, კაპრალის ან კაპრალ-სპეციალისტის წოდების მინიჭებისთვის ორი წლის ნაცვლად ერთი წელი იქნება საჭირო, უფროსი სერჟანტის წოდებისთვის - სამი წელი ოთხის ნაცვლად.
მაგრამ უფროსი ოფიცრის წოდების მინიჭების ვადები გაიზრდება. მაიორის წოდების მისაღებად კაპიტანს 4 წლის ნამსახური დასჭირდება, ხოლო მაიორს ვიცე-პოლკოვნიკის წოდებისთვის - 5 წელი.
ამავდროულად, ქართულ ჯარში რიგითებისთვის სამსახურის მაქსიმალური ასაკი 50-დან 45 წლამდე შემცირდება, მაგრამ სერჟანტებისთვის ჯარში სამსახურის მაქსიმალური ასაკი 50-დან 55 წლამდე გაიზრდება. ასეთივე იქნება სამხედრო ექიმების მაქსიმალური ასაკი.