https://sputnik-georgia.com/20230404/reuters-crdiloetis-nakadi-1-dazrveva-276406230.html
Reuters: გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის დაზღვევა განაახლა
Reuters: გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის დაზღვევა განაახლა
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. გერმანულმა სადაზღვევო კომპანიებმა Allianz-მა და Munich Re-მ დაზიანებული რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის დაზღვევა... 04.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-04T13:58+0400
2023-04-04T13:58+0400
2023-08-17T12:48+0400
მსოფლიო დღეს
გერმანია
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/1d/270871324_0:257:2500:1664_1920x0_80_0_0_a0b3a0fdfe1d154ead57510f3ba01bb1.jpg
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. გერმანულმა სადაზღვევო კომპანიებმა Allianz-მა და Munich Re-მ დაზიანებული რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის დაზღვევა განაახლეს, იუწყება Reuters ხუთ წყაროზე დაყრდნობით.როგორც სააგენტო წერს, ორი უდიდესი გერმანული კომპანიის დაზღვევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გაზსადენის მომავლისთვის, რომელიც ევროპაში რუსული გაზის ძირითადი მარშრუტი იყო ათი წლის განმავლობაში, ვიდრე გასული წლის სექტემბერში მასზე დივერსია მოხდებოდა.სააგენტოს ერთ-ერთი წყაროს თქმით, დაზღვევა დაფარავს გაზსადენისთვის მიყენებულ ზარალს, ასევე იმ პრობლემებს, რომლებიც საქმიანობის შეჩერებას მოჰყვა. გარდა ამისა, დაზღვევა გააიოლებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ მილსადენით რუსული გაზის ევროპაში მიწოდება აღდგეს.ამასთან აღინიშნება, რომ დაზღვევის განახლება ბერლინის მოსკოვისადმი საჯარო პოზიციასთან წინააღმდეგობაშია, თუმცა, როგორც ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, გერმანიის მთავრობას დაზღვევა არ გაუპროტესტებია. სხვა წყაროს თქმით კი, Nord Stream-ის ზოგი აქციონერი დაზიანებული მილსადენის შენარჩუნებას მოითხოვს იმ შემთხვევისთვის, თუ მოსკოვსა და ბერლინს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება.„როიტერის“ ცნობით, სადაზღვევო კომპანიებმა და გერმანიის კანცელარიამ უარი თქვეს კომენტარზე. თუმცა საქმეში ჩახედულმა ზოგიერთმა ჩინოსანმა სააგენტოს უთხრა, რომ მცირე ნაწილს ჯერ კიდევ აქვს „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის აღდგენის იმედი, მაგრამ არა უახლოეს მომავალში.წყარო: Reuters
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/1d/270871324_470:283:2311:1664_1920x0_80_0_0_830bd671f5415d63bd9c85a2481c1d06.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გერმანია , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
გერმანია , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. გერმანულმა სადაზღვევო კომპანიებმა Allianz-მა და Munich Re-მ დაზიანებული რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის დაზღვევა განაახლეს, იუწყება Reuters ხუთ წყაროზე დაყრდნობით.
როგორც სააგენტო წერს, ორი უდიდესი გერმანული კომპანიის დაზღვევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გაზსადენის მომავლისთვის, რომელიც ევროპაში რუსული გაზის ძირითადი მარშრუტი იყო ათი წლის განმავლობაში, ვიდრე გასული წლის სექტემბერში მასზე დივერსია მოხდებოდა.
სააგენტოს ერთ-ერთი წყაროს თქმით, დაზღვევა დაფარავს გაზსადენისთვის მიყენებულ ზარალს, ასევე იმ პრობლემებს, რომლებიც საქმიანობის შეჩერებას მოჰყვა. გარდა ამისა, დაზღვევა გააიოლებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ მილსადენით რუსული გაზის ევროპაში მიწოდება აღდგეს.
ამასთან აღინიშნება, რომ დაზღვევის განახლება ბერლინის მოსკოვისადმი საჯარო პოზიციასთან წინააღმდეგობაშია, თუმცა, როგორც ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, გერმანიის მთავრობას დაზღვევა არ გაუპროტესტებია. სხვა წყაროს თქმით კი, Nord Stream-ის ზოგი აქციონერი დაზიანებული მილსადენის შენარჩუნებას მოითხოვს იმ შემთხვევისთვის, თუ მოსკოვსა და ბერლინს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება.
„როიტერის“ ცნობით, სადაზღვევო კომპანიებმა და გერმანიის კანცელარიამ უარი თქვეს კომენტარზე. თუმცა საქმეში ჩახედულმა ზოგიერთმა ჩინოსანმა სააგენტოს უთხრა, რომ მცირე ნაწილს ჯერ კიდევ აქვს „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის აღდგენის იმედი, მაგრამ არა უახლოეს მომავალში.