https://sputnik-georgia.com/20230404/policiam-qurdul-samyarostan-kavsirsi-myofi-sami-piri-daakava-276408167.html
„ზაკუნა", „ჩაქუჩიჩი" და „ტაისონა": „ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის სამი პირია დაკავებული
„ზაკუნა", „ჩაქუჩიჩი" და „ტაისონა": „ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის სამი პირია დაკავებული
Sputnik საქართველო
დანაშაულები ექვსიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 04.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-04T13:06+0400
2023-04-04T13:06+0400
2023-08-23T09:04+0400
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_3188e667e27875f32c3535b099cc75ea.jpg
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი სამი პირი დააკავეს, ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დაკავებულებს, რომელთა შორის არიან „ზაკუნა", „ჩაქუჩიჩი" და „ტაისონა", გამოძიება „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვას და „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერას ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ორ პირს შორის ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის ნიადაგზე წარმოიშვა დავა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საქმის მოსაგვარებლად საქმეში „კანონიერ ქურდები" მიხეილ ჩაფიჩაძე (მეტსახელად „მაჩვიჩი") და ჯეირან კინწურაშვილი ჩაერთნენ. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებაში, პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების „ქურდული წესებით" გადაწყვეტისთვის უკავშირდებოდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს, აგრეთვე საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს" და მათგან მითითებებს იღებდნენ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის ოთხი პირი დააკავეს>>პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის და „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე მესამე და 223-ე მე-4 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_e22ee38d8be197ecf5321f9eb67cafd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
„ზაკუნა", „ჩაქუჩიჩი" და „ტაისონა": „ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის სამი პირია დაკავებული
13:06 04.04.2023 (განახლებულია: 09:04 23.08.2023) დანაშაულები ექვსიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი სამი პირი დააკავეს, ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დაკავებულებს, რომელთა შორის არიან „ზაკუნა", „ჩაქუჩიჩი" და „ტაისონა", გამოძიება „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვას და „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ორ პირს შორის ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის ნიადაგზე წარმოიშვა დავა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საქმის მოსაგვარებლად საქმეში „კანონიერ ქურდები" მიხეილ ჩაფიჩაძე (მეტსახელად „მაჩვიჩი") და ჯეირან კინწურაშვილი ჩაერთნენ.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებაში, პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების „ქურდული წესებით" გადაწყვეტისთვის უკავშირდებოდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს, აგრეთვე საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს" და მათგან მითითებებს იღებდნენ.
პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
„კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის და „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე მესამე და 223-ე მე-4 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.