https://sputnik-georgia.com/20230404/cinetsi-axali-iarari-gamoicada-276394538.html
მონეტები ტყვიების ნაცვლად: ჩინეთში დემონსტრაციების დასაშლელი იარაღი გამოსცადეს - ვიდეო
მონეტები ტყვიების ნაცვლად: ჩინეთში დემონსტრაციების დასაშლელი იარაღი გამოსცადეს - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. ჩინეთში ადგილობრივი ინჟინრების მიერ შემუშავებული პორტატიული ელექტრომაგნიტური იარაღი გამოიცადა, რომელიც არეულობების ჩასახშობად... 04.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-04T11:35+0400
2023-04-04T11:35+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
ჩინეთი
თანამედროვე ტექნოლოგიები
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24667/07/246670715_0:178:3007:1869_1920x0_80_0_0_e1cf26cb8c2fd9a21a38bb683e138f03.jpg
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. ჩინეთში ადგილობრივი ინჟინრების მიერ შემუშავებული პორტატიული ელექტრომაგნიტური იარაღი გამოიცადა, რომელიც არეულობების ჩასახშობად შეიქმნა, იუწყება Global Times.გამოცემის ცნობით, ტესტირების დროს ელექტრომაგნიტურმა პისტოლეტმა ტრადიციულ ცეცხლსასროლ იარაღზე უფრო მაღალი ეფექტურობა გამოავლინა, მათ შორის, დაბალი ხმა და მცირე უკუცემა.ელექტრომაგნიტური იარაღის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ტყვიების ნაცვლად „მონეტებს“ ისვრის, ვინაიდან მისი დანიშნულება ბუნტის ჩახშობაა და არა სასიკვდილო ზიანის მიყენება.ამასთან იარაღი არ შეიცავს დენთს, მისი შენახვა-ტრანსპორტირება მარტივია და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მისი წარმოება ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე ცეცხლსასროლი იარაღისა.პისტოლეტი იკვებება ლითიუმის ბატარეით, რომელიც იარაღს ზედიზედ ასობით გასროლის საშუალებას აძლევს, შემდეგ კი სწრაფად იმუხტება. ელექტრომაგნიტური პისტოლეტი აღჭურვილია მცირე ზომის ეკრანით, რომელზეც ბატარეის მდგომარეობა, მოხმარებული საბრძოლო მასალის რაოდენობა, ტემპერატურა და სროლის რეჟიმი ისახება.აღინიშნება, რომ პისტოლეტს სროლის სამი რეჟიმი აქვს: ავტომატური, ნახევრად ავტომატური და ერთეული. მისი სროლის სიჩქარე წუთში რამდენიმე ათას „მონეტას“ აღწევს.როგორც ირკვევა, მიუხედავად თავისი დანიშნულებისა, ელექტრომაგნიტური პისტოლეტის ტყვია-მონეტას მაინც შეუძლია ავტომობილის მინის, ბოთლისა თუ ხის დაფის გახვრეტა.ელექტრომაგნიტური სროლის ტექნოლოგია მკაცრადაა გასაიდუმლოებული. აღინიშნება, რომ ეს ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას უფრო მომაკვდინებელ იარაღშიც, დაწყებული მსუბუქი ტყვიამფრქვევებიდან მძიმე არტილერიამდე.
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24667/07/246670715_139:0:2868:2047_1920x0_80_0_0_3444ed820e9995871a5dfbbfed184b57.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩინეთი, თანამედროვე ტექნოლოგიები , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ჩინეთი, თანამედროვე ტექნოლოგიები , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. ჩინეთში ადგილობრივი ინჟინრების მიერ შემუშავებული პორტატიული ელექტრომაგნიტური იარაღი გამოიცადა, რომელიც არეულობების ჩასახშობად შეიქმნა, იუწყება Global Times.
გამოცემის ცნობით, ტესტირების დროს ელექტრომაგნიტურმა პისტოლეტმა ტრადიციულ ცეცხლსასროლ იარაღზე უფრო მაღალი ეფექტურობა გამოავლინა, მათ შორის, დაბალი ხმა და მცირე უკუცემა.
ელექტრომაგნიტური იარაღის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ტყვიების ნაცვლად „მონეტებს“ ისვრის, ვინაიდან მისი დანიშნულება ბუნტის ჩახშობაა და არა სასიკვდილო ზიანის მიყენება.
ამასთან იარაღი არ შეიცავს დენთს, მისი შენახვა-ტრანსპორტირება მარტივია და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მისი წარმოება ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე ცეცხლსასროლი იარაღისა.
პისტოლეტი იკვებება ლითიუმის ბატარეით, რომელიც იარაღს ზედიზედ ასობით გასროლის საშუალებას აძლევს, შემდეგ კი სწრაფად იმუხტება.
ელექტრომაგნიტური პისტოლეტი აღჭურვილია მცირე ზომის ეკრანით, რომელზეც ბატარეის მდგომარეობა, მოხმარებული საბრძოლო მასალის რაოდენობა, ტემპერატურა და სროლის რეჟიმი ისახება.
აღინიშნება, რომ პისტოლეტს სროლის სამი რეჟიმი აქვს: ავტომატური, ნახევრად ავტომატური და ერთეული. მისი სროლის სიჩქარე წუთში რამდენიმე ათას „მონეტას“ აღწევს.
როგორც ირკვევა, მიუხედავად თავისი დანიშნულებისა, ელექტრომაგნიტური პისტოლეტის ტყვია-მონეტას მაინც შეუძლია ავტომობილის მინის, ბოთლისა თუ ხის დაფის გახვრეტა.
ელექტრომაგნიტური სროლის ტექნოლოგია მკაცრადაა გასაიდუმლოებული. აღინიშნება, რომ ეს ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას უფრო მომაკვდინებელ იარაღშიც, დაწყებული მსუბუქი ტყვიამფრქვევებიდან მძიმე არტილერიამდე.