თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© photo: Sputnik / Stringerღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2023
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 4 აპრილს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, შალვა ნუცუბიძის, ერმილე ბედიას, შავგულიძის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის, ნინო ჟვანიას, ნუცა ღოღობერიძისდა კეკელიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის I, II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის IVა მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის დასახლების, გურამიშვილის გამზირის, ფეიქართა, მარატ ნოზაძის, ომარ ხიზანიშვილის, ალეკო გობრონიძის, წმინდა ნინოს, ლეო კერესელიძის და დუმბაძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორეს მოედნის და შავთელის ქუჩის მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), ჭირნახულის და მაისურაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0