https://sputnik-georgia.com/20230403/saxalxo-damcvelma-moadgileebi-waradgina-276374487.html
საქართველოს სახალხო დამცველმა ახალი მოადგილეები წარადგინა
საქართველოს სახალხო დამცველმა ახალი მოადგილეები წარადგინა
Sputnik საქართველო
მანამდე თანამდებობა დატოვეს ომბუდსმენის მოადგილეებმა, რომლებიც ნინო ლომჯარიასთან მუშაობდნენ. 03.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-03T17:49+0400
2023-04-03T17:49+0400
2023-04-03T20:16+0400
საქართველოს სახალხო დამცველი
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/03/276368056_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_66d84e0646382dfc130b9e8287e66371.jpg
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თავისი ახალი მოადგილეები წარადგინა, ესენი არიან იურისტი, სამართლის მაგისტრი ელენე ღუდუშაური და საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი ნათია ჯულაყიძე.მარტის ბოლოს სახალხო დამცველის იმ მოადგილეებმა, რომლებიც ნინო ლომჯარიას ომბუდსმენობის დროს მუშაობდნენ, გიორგი ბურჯანაძემ და ეკა სხილაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია.რაც შეეხება თამარ გვარამაძეს, რომელიც ლომჯარიას დროსაც სახალხო დამცველის პირველი მოადგილე იყო, ომბუდსმენის თქმით, ის თავის პოსტზე დარჩება.ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან იოსელიანმა (პარტია „მოქალაქეები“) სახალხო დამცველის პოსტი მარტის დასაწყისში დაიკავა. კენჭისყრის შედეგად მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა. იოსელიანი ამ თანამდებობაზე ექვსი წლით არის არჩეული.საქართველოს პარლამენტს ახალი დეპუტატი ჰყავს>>ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის კანდიდატად პარტია „მოქალაქეებმა" წარადგინა. თავდაპირველად სახალხო დამცველის თანამდებობაზე 19 კანდიდატი შეირჩა, თუმცა მხარეებმა საერთო კანდიდატზე შეთანხმება ვერ შეძლეს, პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე 19-ვე კანდიდატი ჩავარდა.წინა ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის დეკემბერში ამოიწურა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/03/276368056_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_6d7615f9f12421785a50a0a54d3ae80e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სახალხო დამცველი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს სახალხო დამცველი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს სახალხო დამცველმა ახალი მოადგილეები წარადგინა
17:49 03.04.2023 (განახლებულია: 20:16 03.04.2023) მანამდე თანამდებობა დატოვეს ომბუდსმენის მოადგილეებმა, რომლებიც ნინო ლომჯარიასთან მუშაობდნენ.
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თავისი ახალი მოადგილეები წარადგინა, ესენი არიან იურისტი, სამართლის მაგისტრი ელენე ღუდუშაური და საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი ნათია ჯულაყიძე.
მარტის ბოლოს სახალხო დამცველის იმ მოადგილეებმა, რომლებიც ნინო ლომჯარიას ომბუდსმენობის დროს მუშაობდნენ, გიორგი ბურჯანაძემ და ეკა სხილაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია.
„მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი მოადგილეები: ელენე ღუდუშაური, რომელიც არის პროფესიით იურისტი, სამართლის მაგისტრი და ნათია ჯულაყიძე, რომელიც არის სახელმწიფო მართვისა და საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი. ორივე მათგანი ექვსი წლის განმავლობაში გააგრძელებს ჩემთან ერთად მუშაობას“, – განაცხადა იოსელიანმა.
რაც შეეხება თამარ გვარამაძეს, რომელიც ლომჯარიას დროსაც სახალხო დამცველის პირველი მოადგილე იყო, ომბუდსმენის თქმით, ის თავის პოსტზე დარჩება.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან იოსელიანმა (პარტია „მოქალაქეები“) სახალხო დამცველის პოსტი მარტის დასაწყისში დაიკავა. კენჭისყრის შედეგად მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა. იოსელიანი ამ თანამდებობაზე ექვსი წლით არის არჩეული.
ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის კანდიდატად პარტია „მოქალაქეებმა" წარადგინა. თავდაპირველად სახალხო დამცველის თანამდებობაზე 19 კანდიდატი შეირჩა, თუმცა მხარეებმა საერთო კანდიდატზე შეთანხმება ვერ შეძლეს, პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე 19-ვე კანდიდატი ჩავარდა.
წინა ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის დეკემბერში ამოიწურა.