საქართველოს პარლამენტს ახალი დეპუტატი ჰყავს

© courtesy of Ketevan Turazashviliქეთევან თურაზაშვილი
ქეთევან თურაზაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2023
გამოწერა
ლევან იოსელიანს პარლამენტში ქეთევან თურაზაშვილი შეცვლის.
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა სამშაბათს პლენარულ სხდომაზე ცნო ქეთევან თურაზაშვილის საპარლამენტო უფლებამოსილება, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
თურაზაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ლევან იოსელიანს შეცვლის.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან იოსელიანმა (პარტია „მოქალაქეები“) სახალხო დამცველის პოსტი მარტის დასაწყისში დაიკავა. იოსელიანი ასევე ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერის თანამდებობას იკავებდა. თურაზაშვილი პარტიული სიის მესამე ნომერია.
რეგლამენტის მიხედვით, ომბუდსმენის პოსტზე არჩევისთანავე იოსელიანმა პარტიული და საპარლამენტო თანამდებობები დატოვა. შესაბამისად, ვაკანტური გახდა პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტი. ამ პოსტს, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი დაიკავებს, ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.

ქეთევან თურაზაშვილი

2020 წლის თებერვლიდან თურაზაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ლევან იოსელიანის აპარატს ხელმძღვანელობდა. მანამდე კი 2018-2020 წლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრს ხელმძღვანელობდა.
2005 წლიდან 2018 წლამდე თურაზაშვილი მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. 2002-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პალატებში მოსამართლის თანაშემწედ.
1997-2002 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო 2007 წელს გაიარა PR ტექნოლოგიების კურსი GIPA-ში.
ყველა ახალი ამბავი
0