https://sputnik-georgia.com/20230403/sarjvelazem-zurabisvilis-gamosvla-opozicionerebis-gamosvlas-seadara-276374892.html
დიდად არ განსხვავდებოდა - სარჯველაძემ პრეზიდენტის სიტყვა ოპოზიციონერების გამოსვლას შეადარა
დიდად არ განსხვავდებოდა - სარჯველაძემ პრეზიდენტის სიტყვა ოპოზიციონერების გამოსვლას შეადარა
Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში მმართველი ძალა გააკრიტიკა. 03.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-03T18:07+0400
2023-04-03T18:07+0400
2023-04-03T20:24+0400
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/03/269146043_0:200:1920:1280_1920x0_80_0_0_e625f31f902988df3afc1f9eafc4db0f.jpg
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში დიდად არ განსხვავდებოდა ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლისგან, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში დაადანაშაულა.საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პრეზიდენტის გამოსვლას ძალზე მიკერძოებული უწოდა, რადგან მან, მაგალითად, არაფერი თქვა საერთაშორისო არენაზე საქართველოს მიერ უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციების მხარდაჭერაზე.„ეს რატომ არ თქვა პრეზიდენტმა? ხომ შეეძლო ეთქვა? ამ შემთხვევაში იქნებოდა მიუკერძოებელი“, – განაცხადა სარჯველაძემ.როგორც უფრო ადრე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველომ მხარი დაუჭირა უკრაინის მხარდამჭერ 400-ზე მეტ რეზოლუციას, ხოლო ზოგიერთის თანაავტორიც იყო.მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტმა პოლარიზაციას ახალი ბიძგი მისცა>>ზურაბიშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე მან ყველა შესაძლებლობა გამოიყენა – პირადი კონტაქტები, კავშირები, ოფიციალური ვიზიტები, საერთაშორისო ტრიბუნები და საერთაშორისო მასმედია, რათა დაეცვა და გაემყარებინა საქართველოს ევროპული მისწრაფებები და მიღწევები.რაც შეეხება იმ დეპუტატებთან შედარებას, რომლებიც სარჯველაძემ ახსენა, ანა ნაცვლიშვილი არის ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, ნიკა მაჭუტაძე და ანა წითლიძე – ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/03/269146043_213:0:1920:1280_1920x0_80_0_0_0c1158f5cf59f6532749752442ae9013.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო
დიდად არ განსხვავდებოდა - სარჯველაძემ პრეზიდენტის სიტყვა ოპოზიციონერების გამოსვლას შეადარა
18:07 03.04.2023 (განახლებულია: 20:24 03.04.2023) საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში მმართველი ძალა გააკრიტიკა.
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში დიდად არ განსხვავდებოდა ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლისგან, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში დაადანაშაულა.
„მთავარი შთაბეჭდილება, რომელიც მე გამიჩნდა პრეზიდენტის გამოსვლისას, ეს იყო ის, რომ ანა ნაცვლიშვილის, ან ნიკა მაჭუტაძის, ან ანა წითლიძის გამოსვლებისგან დიდად შორს წასული ან განსხვავებული პრეზიდენტის გამოსვლა, ჩემდა სამწუხაროდ, არ იყო“, – განაცხადა სარჯველაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პრეზიდენტის გამოსვლას ძალზე მიკერძოებული უწოდა, რადგან მან, მაგალითად, არაფერი თქვა საერთაშორისო არენაზე საქართველოს მიერ უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციების მხარდაჭერაზე.
„ეს რატომ არ თქვა პრეზიდენტმა? ხომ შეეძლო ეთქვა? ამ შემთხვევაში იქნებოდა მიუკერძოებელი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
როგორც უფრო ადრე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველომ მხარი დაუჭირა უკრაინის მხარდამჭერ 400-ზე მეტ რეზოლუციას, ხოლო ზოგიერთის თანაავტორიც იყო.
ზურაბიშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე მან ყველა შესაძლებლობა გამოიყენა – პირადი კონტაქტები, კავშირები, ოფიციალური ვიზიტები, საერთაშორისო ტრიბუნები და საერთაშორისო მასმედია, რათა დაეცვა და გაემყარებინა საქართველოს ევროპული მისწრაფებები და მიღწევები.
რაც შეეხება იმ დეპუტატებთან შედარებას, რომლებიც სარჯველაძემ ახსენა, ანა ნაცვლიშვილი არის ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, ნიკა მაჭუტაძე და ანა წითლიძე – ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.