https://sputnik-georgia.com/20230403/saqartvelom-unda-miiros-evrokavsiris-wevrobis-kandidati-qveynis-statusi-zurabisvili-276373018.html
საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი - ზურაბიშვილი
საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი - ზურაბიშვილი
Sputnik საქართველო
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 2023 წლის ბოლოს ელოდება. 03.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-03T15:27+0400
2023-04-03T15:27+0400
2023-04-03T19:37+0400
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ლიეტუვა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/18/274218488_0:0:3037:1708_1920x0_80_0_0_18879d1b9d174a27bbf24ea299d76ea6.jpg
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. ევროკავშირში შესვლის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება ჩვენთვის უალტერნატივო მიზანია – საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი, განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.ბოლო ათწლეულებში საქართველომ დიდი ძალისხმევა გასწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე. იყო ბევრი წარმატება, თუმცა იყო სირთულეებიც, რომლებიც დღესაც არის, აღნიშნა პრეზიდენტმა.„კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება ჩვენი უალტერნატივო მიზანია. მე ამას ვამბობ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და როგორც ხმა მთელი ქართველი ერისა. დღეს საქართველოს საზოგადოება კონსოლიდირებულია ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის ირგვლივ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.პრეზიდენტის თქმით, 2022 წელს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო.დარჩა სამი: „ოცნება“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციებს ასრულებს>>„ეს იმას ნიშნავდა, რომ გეოგრაფიული კედელი, რომელიც იყო აღმართული ჩვენსა და ევროპას შორის, საბოლოოდ დაინგრა და კითხვა – საქართველო ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის ევროპულ ოჯახს და პერსპექტივას, უკვე აღარ არსებობს ჩვენ წინაშე. ეს არის დიდი მიღწევა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია. პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა, დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტესთან, სეიმის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენისთან.
საქართველო
ლიეტუვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/18/274218488_306:0:3037:2048_1920x0_80_0_0_1f55bb403ad95a1c0d6a14c94eb2b59b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ლიეტუვა , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ლიეტუვა , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი - ზურაბიშვილი
15:27 03.04.2023 (განახლებულია: 19:37 03.04.2023) საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 2023 წლის ბოლოს ელოდება.
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. ევროკავშირში შესვლის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება ჩვენთვის უალტერნატივო მიზანია – საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი, განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
„საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებენ დიდ ევროპულ ოჯახში ისტორიული ადგილის დაბრუნებას. საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება, ეს იქნება ევროპის სიძლიერისა და ერთობის კიდევ ერთი დადასტურება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ბოლო ათწლეულებში საქართველომ დიდი ძალისხმევა გასწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე. იყო ბევრი წარმატება, თუმცა იყო სირთულეებიც, რომლებიც დღესაც არის, აღნიშნა პრეზიდენტმა.
„კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება ჩვენი უალტერნატივო მიზანია. მე ამას ვამბობ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და როგორც ხმა მთელი ქართველი ერისა. დღეს საქართველოს საზოგადოება კონსოლიდირებულია ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის ირგვლივ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, 2022 წელს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო.
„ეს იმას ნიშნავდა, რომ გეოგრაფიული კედელი, რომელიც იყო აღმართული ჩვენსა და ევროპას შორის, საბოლოოდ დაინგრა და კითხვა – საქართველო ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის ევროპულ ოჯახს და პერსპექტივას, უკვე აღარ არსებობს ჩვენ წინაშე. ეს არის დიდი მიღწევა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია. პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა, დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტესთან, სეიმის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენისთან.