https://sputnik-georgia.com/20230401/vin-gaimarjvebs-evrovizia-2023-si-bukmekerebis-prognozi-276331411.html
ვინ გაიმარჯვებს „ევროვიზია-2023-ზე: ბუკმეკერების პროგნოზი
ვინ გაიმარჯვებს „ევროვიზია-2023-ზე: ბუკმეკერების პროგნოზი
Sputnik საქართველო
კონკურსის წინ ბუკმეკერები, კრიტიკოსები და მუსიკის ექსპერტები ტრადიციულად ცდილობენ იწინასწარმეტყველონ, ვინ გაიმარჯვებს „ევროვიზიის“ კონკურსში. 01.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-01T23:00+0400
2023-04-01T23:00+0400
2023-08-17T19:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ევროვიზია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/01/276322519_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_7e693d312a3735d9e273c4ab68aa29fe.jpg
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. ბუკმეკერების პროგნოზებით, სიმღერის საერთაშორისო კონკურსის, „ევროვიზია-2023“-ის გამარჯვებული შვედეთი გახდება, საქართველოს კი მხოლოდ მე-14 ადგილს უწინასწარმეტყველებენ.პრესტიჟული კონკურსის წინ ბუკმეკერები, კრიტიკოსები და მუსიკის ექსპერტები ტრადიციულად ცდილობენ იწინასწარმეტყველონ, ვინ გაიმარჯვებს „ევროვიზიის“ კონკურსში. პორტალი EuroINvision 2023 წლის „ევროვიზიისთვის“ წარადგენს ტოპ-ფსონებს უმსხვილესი საბუკმეკერო კანტორების მიხედვით.შვედეთს წელს მომღერალი ლორინი წარმოადგენს სიმღერით Tattoo. მაროკოელ-ბერბერული წარმოშობის ამ შემსრულებელს ერთხელ უკვე აქვს მოგებული ევროვიზია - 2012 წელს.ბუკმეკერების პროგნოზებით, გამარჯვებულთა ათეულში ასევე მოხვდებიან ფინეთი, ნორვეგია, ესპანეთი, ისრაელი, საფრანგეთი, ჩეხეთი და სხვა ქვეყნები.კონკურსი „ევროვიზია-2023" ჩატარდება მიმდინარე წლის 9, 11 (ნახევარფინალები) და 13 (ფინალი) მაისს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში. ირუ ხეჩანოვა მეორე ნახევარფინალში, 11 მაისს გამოვა. „ევროვიზია 2023"-ში 37 ქვეყანა მონაწილეობს.„ევროვიზიაზე" ქართველი მომღერლის ნომერს ავსტრიელი რეჟისორი მოამზადებს >>22 წლის ირუ ხეჩანოვამ სიმღერა და კლიპი დასახელებით Echo უკვე გამოაქვეყნა YouTube-ზე. ირუ ხეჩანოვას გამოსვლის სცენოგრაფიაზე ავსტრიელი რეჟისორი მარვინ დიეტმანი იმუშავებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/01/276322519_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_2e563bbdcb3004a7317042ef3a9e9693.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ევროვიზია
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ევროვიზია
ვინ გაიმარჯვებს „ევროვიზია-2023-ზე: ბუკმეკერების პროგნოზი
23:00 01.04.2023 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) კონკურსის წინ ბუკმეკერები, კრიტიკოსები და მუსიკის ექსპერტები ტრადიციულად ცდილობენ იწინასწარმეტყველონ, ვინ გაიმარჯვებს „ევროვიზიის“ კონკურსში.
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. ბუკმეკერების პროგნოზებით, სიმღერის საერთაშორისო კონკურსის, „ევროვიზია-2023“-ის გამარჯვებული შვედეთი გახდება, საქართველოს კი მხოლოდ მე-14 ადგილს უწინასწარმეტყველებენ.
პრესტიჟული კონკურსის წინ ბუკმეკერები, კრიტიკოსები და მუსიკის ექსპერტები ტრადიციულად ცდილობენ იწინასწარმეტყველონ, ვინ გაიმარჯვებს „ევროვიზიის“ კონკურსში. პორტალი EuroINvision 2023 წლის „ევროვიზიისთვის“ წარადგენს ტოპ-ფსონებს უმსხვილესი საბუკმეკერო კანტორების მიხედვით.
შვედეთს წელს მომღერალი ლორინი წარმოადგენს სიმღერით Tattoo. მაროკოელ-ბერბერული წარმოშობის ამ შემსრულებელს ერთხელ უკვე აქვს მოგებული ევროვიზია - 2012 წელს.
ბუკმეკერების პროგნოზებით, გამარჯვებულთა ათეულში ასევე მოხვდებიან ფინეთი, ნორვეგია, ესპანეთი, ისრაელი, საფრანგეთი, ჩეხეთი და სხვა ქვეყნები.
კონკურსი „ევროვიზია-2023" ჩატარდება მიმდინარე წლის 9, 11 (ნახევარფინალები) და 13 (ფინალი) მაისს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში. ირუ ხეჩანოვა მეორე ნახევარფინალში, 11 მაისს გამოვა. „ევროვიზია 2023"-ში 37 ქვეყანა მონაწილეობს.
22 წლის ირუ ხეჩანოვამ სიმღერა და კლიპი დასახელებით Echo უკვე გამოაქვეყნა YouTube-ზე. ირუ ხეჩანოვას გამოსვლის სცენოგრაფიაზე ავსტრიელი რეჟისორი მარვინ დიეტმანი იმუშავებს.