https://sputnik-georgia.com/20230329/evroviziaze-qartveli-momrerlis-noemrs-avstrieli-rejisori-moamzadebs-276220702.html
„ევროვიზიაზე" ქართველი მომღერლის ნომერს ავსტრიელი რეჟისორი მოამზადებს
„ევროვიზიაზე" ქართველი მომღერლის ნომერს ავსტრიელი რეჟისორი მოამზადებს
Sputnik საქართველო
საქართველოს წარმომადგენელი ირუ ხეჩანოვა მეორე ნახევარფინალში, 11 მაისს გამოვა. 29.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-29T11:16+0400
2023-03-29T11:16+0400
2023-03-29T16:11+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
ევროვიზია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/10/275839934_0:0:960:540_1920x0_80_0_0_e20d372efafcb20a3b72b1645c629dde.jpg
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოდან სიმღერის საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია 2023"-ის მონაწილის ირუ ხეჩანოვას გამოსვლის სცენოგრაფიაზე ავსტრიელი რეჟისორი მარვინ დიეტმანი იმუშავებს. მარვინ დიეტმანი სატელევიზიო გასართობი და საკონცერტო შოუების პროდიუსერი და რეჟისორია. მას ასევე გადაღებული აქვს 100-ზე მეტი მუსიკალური ვიდეო და ის მრავალი არტისტის მუსიკალური ტურნეს მთავარ პროდიუსერად მუშაობდა. დიეტმანი ვენაში დაიბადა. მისი შემოქმედებითი კარიერა 6 წლის ასაკში მოცეკვავის ამპლუაში დაიწყო. 22 წლისამ უკვე სარეჟისორო შემოქმედებითი კომპანია შექმნა, რომლის წყალობითაც მსოფლიოს 27 ქვეყანაში 250 შოუზე მეტი დადგა. კონკურსი „ევროვიზია-2023" ჩატარდება მიმდინარე წლის 9, 11 (ნახევარფინალები) და 13 (ფინალი) მაისს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში. ირუ ხეჩანოვა მეორე ნახევარფინალში, 11 მაისს გამოვა. „ევროვიზია 2023"-ში 37 ქვეყანა მონაწილეობს. ირუ ხეჩანოვა 22 წლისაა. გოგონამ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკალური კომპოზიციის განყოფილება დაამთავრა. ამჟამად კავკასიის უნივერსიტეტის PR-ის კათედრაზე სწავლობს. სასცენო კარიერა 9 წლის ასაკში დაიწყო. ახალგაზრდა მუსიკოსი 2011 წელს „საბავშვო ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით მონაწილე ჯგუფ „ქენდის" ერთ-ერთი წევრი იყო, რომელმაც ქვეყანას მაშინ გამარჯვება მოუტანა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/10/275839934_0:0:960:720_1920x0_80_0_0_2168f401f8cc1d87a4be3f7eea69ce34.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ევროვიზია
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ევროვიზია
„ევროვიზიაზე" ქართველი მომღერლის ნომერს ავსტრიელი რეჟისორი მოამზადებს
11:16 29.03.2023 (განახლებულია: 16:11 29.03.2023) საქართველოს წარმომადგენელი ირუ ხეჩანოვა მეორე ნახევარფინალში, 11 მაისს გამოვა.
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოდან სიმღერის საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია 2023"-ის მონაწილის ირუ ხეჩანოვას გამოსვლის სცენოგრაფიაზე ავსტრიელი რეჟისორი მარვინ დიეტმანი იმუშავებს.
მარვინ დიეტმანი სატელევიზიო გასართობი და საკონცერტო შოუების პროდიუსერი და რეჟისორია. მას ასევე გადაღებული აქვს 100-ზე მეტი მუსიკალური ვიდეო და ის მრავალი არტისტის მუსიკალური ტურნეს მთავარ პროდიუსერად მუშაობდა.
დიეტმანი ვენაში დაიბადა. მისი შემოქმედებითი კარიერა 6 წლის ასაკში მოცეკვავის ამპლუაში დაიწყო. 22 წლისამ უკვე სარეჟისორო შემოქმედებითი კომპანია შექმნა, რომლის წყალობითაც მსოფლიოს 27 ქვეყანაში 250 შოუზე მეტი დადგა.
კონკურსი „ევროვიზია-2023" ჩატარდება მიმდინარე წლის 9, 11 (ნახევარფინალები) და 13 (ფინალი) მაისს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში. ირუ ხეჩანოვა მეორე ნახევარფინალში, 11 მაისს გამოვა.
„ევროვიზია 2023"-ში 37 ქვეყანა მონაწილეობს.
ირუ ხეჩანოვა 22 წლისაა. გოგონამ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკალური კომპოზიციის განყოფილება დაამთავრა. ამჟამად კავკასიის უნივერსიტეტის PR-ის კათედრაზე სწავლობს.
სასცენო კარიერა 9 წლის ასაკში დაიწყო. ახალგაზრდა მუსიკოსი 2011 წელს „საბავშვო ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით მონაწილე ჯგუფ „ქენდის" ერთ-ერთი წევრი იყო, რომელმაც ქვეყანას მაშინ გამარჯვება მოუტანა.