https://sputnik-georgia.com/20230331/upaso-kveba-skolebshi-opozicia-xelmowerebs-agrovebs-276308063.html
უფასო კვება თბილისის სკოლებში - ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
უფასო კვება თბილისის სკოლებში - ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
Sputnik საქართველო
ანა დოლიძის განცხადებით, თბილისის მერიამ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება უნდა დააფინანსოს. 31.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-31T20:45+0400
2023-03-31T20:45+0400
2023-03-31T22:02+0400
საქართველო
ქართული ოპოზიცია
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23902/93/239029322_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_39de9ca0515046fcbaac1a1b4065875f.jpg
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ოპოზიციური პარტია ,,ხალხისთვის’’ საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვის მიზნით თბილისის მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, განაცხადა პარტიის ლიდერმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ანა დოლიძემ.საქართველოს განათლების სამინისტრო უკვე დიდი ხანია საუბრობს სკოლებში კვების პროგრამის დანერგვაზე. დღეს სკოლებში ფუნქციონირებს ბუფეტები, სადაც ძირითადად იყიდება ფუნთუშეული, წვენები და გაზიანი სასმელები.პარტია გეგმავს შეაგროვოს იმ რაოდენობის ხელმოწერები, რაც თბილისში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ერთი პროცენტის ტოლი იქნება, რათა შესაბამისი პროექტი საკრებულოს წარუდგინოს.პარტიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც თბილისში 50 ათასი ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.მანამდე განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად ამუშავებს სასკოლო კვების კონცეფციას. თუმცა, არ დაკონკრეტებულა, იქნება თუ არა ახალი პროგრამა უფასო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23902/93/239029322_106:0:1814:1281_1920x0_80_0_0_8bc319883200a54cd7c97278f8c05eb5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოპოზიცია, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, ქართული ოპოზიცია, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
უფასო კვება თბილისის სკოლებში - ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
20:45 31.03.2023 (განახლებულია: 22:02 31.03.2023) ანა დოლიძის განცხადებით, თბილისის მერიამ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება უნდა დააფინანსოს.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ოპოზიციური პარტია ,,ხალხისთვის’’ საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვის მიზნით თბილისის მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, განაცხადა პარტიის ლიდერმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ანა დოლიძემ.
საქართველოს განათლების სამინისტრო უკვე დიდი ხანია საუბრობს სკოლებში კვების პროგრამის დანერგვაზე. დღეს სკოლებში ფუნქციონირებს ბუფეტები, სადაც ძირითადად იყიდება ფუნთუშეული, წვენები და გაზიანი სასმელები.
„ჩვენ უკვე მოვითხოვეთ განათლების სამინისტროსგან უფასო კვების შემოღება და ვფიქრობთ, რომ თბილისის მერიამ და თბილისის ბიუჯეტმა თბილისის საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება უნდა დააფინანსოს", – განაცხადა დოლიძემ.
პარტია გეგმავს შეაგროვოს იმ რაოდენობის ხელმოწერები, რაც თბილისში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ერთი პროცენტის ტოლი იქნება, რათა შესაბამისი პროექტი საკრებულოს წარუდგინოს.
პარტიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც თბილისში 50 ათასი ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.
მანამდე განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად ამუშავებს სასკოლო კვების კონცეფციას. თუმცა, არ დაკონკრეტებულა, იქნება თუ არა ახალი პროგრამა უფასო.