https://sputnik-georgia.com/20230331/turqetma-finetis-natosi-gawevrianebas-mxari-dauwira-276274498.html
თურქეთის პარლამენტმა ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა
თურქეთის პარლამენტმა ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა
Sputnik საქართველო
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. თურქეთის პარლამენტმა ფინეთის ნატოში გაწევრიანების ოქმი დაამტკიცა, გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია... 31.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-31T10:19+0400
2023-03-31T10:19+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
ახალი ამბები
ფინეთი
თურქეთი
ნატო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/17/267766418_0:0:3458:1945_1920x0_80_0_0_7743fc274ea6040db3d65d46950c4b1c.jpg
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. თურქეთის პარლამენტმა ფინეთის ნატოში გაწევრიანების ოქმი დაამტკიცა, გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია, იუწყება ფინური გამოცემა Yle.თურქეთი იყო ნატოს წევრ 30 ქვეყანას შორის ბოლო, რომელმაც ფინეთის ალიანსში გაწევრიანება დაამტკიცა. მანამდე, კვირის დასაწყისში ინიციატივას უნგრეთის პარლამენტმაც დაუჭირა მხარი.თავად ფინეთმა მანამდე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ყველა აუცილებელი ფორმალობა შეასრულა. ქვეყანა ნატოში შესაძლოა უკვე ივლისში, ლიტვაში გამართულ სამიტზე გაწევრიანდეს.რაც შეეხება შვედეთის განაცხადის ბედს, რომელიც ქვეყანამ ფინეთთან ერთდროულად შეიტანა ალიანსში გასულ წელს, ეს ჯერ კიდევ არ არის ნათელი. უნგრეთსა და თურქეთს ჯერ არ მოხდენიათ შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება. თურქეთი რამდენიმე პირობას უყენებს შვედეთს. კერძოდ, ანკარა შვედეთის ხელისუფლებას ქურთი აქტივისტების ექსტრადიციის შესახებ შეთანხმებების შეუსრულებლობაში სდებს ბრალს, რომლებსაც თურქეთი ტერორიზმში ადანაშაულებს. ნატო იმედოვნებს, რომ რატიფიკაციის პროცესი ვილნიუსის სამიტამდე დასრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ფინეთი ნატოს შვედეთის გარეშე შეუერთდება.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფინეთი ნეიტრალიტეტის პოლიტიკას იცავდა და ამ პოზიციას სსრკ-ის დაშლისა და ვარშავის პაქტის ლიკვიდაციის შემდეგაც ინარჩუნებდა. ქვეყნის პოლიტიკური ძალების უმეტესობამ ნეიტრალიტეტზე უარის თქმა 2022 წლის თებერვალში გადაწყვიტა — რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ. მათი აზრით, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია მხოლოდ ნატოს წევრობა შეიძლება იყოს.წყარო: Yle
ფინეთი
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/17/267766418_699:0:3292:1945_1920x0_80_0_0_c7e550ad0ee961b68b81a3c87c019063.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ფინეთი, თურქეთი , ნატო , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, ახალი ამბები, ფინეთი, თურქეთი , ნატო , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. თურქეთის პარლამენტმა ფინეთის ნატოში გაწევრიანების ოქმი დაამტკიცა, გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია, იუწყება ფინური გამოცემა Yle.
„ფინეთის ნატოში გაწევრიანების ოქმის რატიფიკაცია 276 ხმითაა მიღებული. ვულოცავ ფინეთსა და მის მოქალაქეებს", — გამოაცხადა კენჭისყრის შედეგები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ჰაიდარ აკარმა.
თურქეთი იყო ნატოს წევრ 30 ქვეყანას შორის ბოლო, რომელმაც ფინეთის ალიანსში გაწევრიანება დაამტკიცა. მანამდე, კვირის დასაწყისში ინიციატივას უნგრეთის პარლამენტმაც დაუჭირა მხარი.
თავად ფინეთმა მანამდე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ყველა აუცილებელი ფორმალობა შეასრულა. ქვეყანა ნატოში შესაძლოა უკვე ივლისში, ლიტვაში გამართულ სამიტზე გაწევრიანდეს.
რაც შეეხება შვედეთის განაცხადის ბედს, რომელიც ქვეყანამ ფინეთთან ერთდროულად შეიტანა ალიანსში გასულ წელს, ეს ჯერ კიდევ არ არის ნათელი. უნგრეთსა და თურქეთს ჯერ არ მოხდენიათ შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება. თურქეთი რამდენიმე პირობას უყენებს შვედეთს. კერძოდ, ანკარა შვედეთის ხელისუფლებას ქურთი აქტივისტების ექსტრადიციის შესახებ შეთანხმებების შეუსრულებლობაში სდებს ბრალს, რომლებსაც თურქეთი ტერორიზმში ადანაშაულებს.
ნატო იმედოვნებს, რომ რატიფიკაციის პროცესი ვილნიუსის სამიტამდე დასრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ფინეთი ნატოს შვედეთის გარეშე შეუერთდება.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფინეთი ნეიტრალიტეტის პოლიტიკას იცავდა და ამ პოზიციას სსრკ-ის დაშლისა და ვარშავის პაქტის ლიკვიდაციის შემდეგაც ინარჩუნებდა. ქვეყნის პოლიტიკური ძალების უმეტესობამ ნეიტრალიტეტზე უარის თქმა 2022 წლის თებერვალში გადაწყვიტა — რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ. მათი აზრით, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია მხოლოდ ნატოს წევრობა შეიძლება იყოს.