https://sputnik-georgia.com/20230331/---------276315058.html
სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
Sputnik საქართველო
ხანძარი სასტუმროს ოთხსართულიანი შენობის ბოლო სართულზე გაჩნდა. 31.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-31T23:51+0400
2023-03-31T23:51+0400
2023-04-01T00:08+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1f/276310429_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_3a1a2d0899d68a877b55170560307e70.jpg
თბილისი, 31 მარტი - Sputnik. თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე საქმე სსკ-ის 187-ე მუხლით - სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - აღიძრა.შავთელის ქუჩაზე მდებარე სასტუმროში ხანძარი 31 მარტის საღამოს გაჩნდა - გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ოთხსართულიანი შენობის ბოლო სართულზე გაჩნდა.ძლიერი ქარის გამო ხანძრის გავრცელების საშიშროება იყო მეზობელ შენობებზე, მათ შორის თბილისის ცნობილ ღირსშესანიშნაობაზე – რეზო გაბრიაძის თოჯინების თეატრზე.ხანძრის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო ჩართული. საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1f/276310429_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_5edc34ad4bb5ceb5194ed1e152ef77ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
23:51 31.03.2023 (განახლებულია: 00:08 01.04.2023) ხანძარი სასტუმროს ოთხსართულიანი შენობის ბოლო სართულზე გაჩნდა.
თბილისი, 31 მარტი - Sputnik. თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე საქმე სსკ-ის 187-ე მუხლით - სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - აღიძრა.
შავთელის ქუჩაზე მდებარე სასტუმროში ხანძარი 31 მარტის საღამოს გაჩნდა - გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ოთხსართულიანი შენობის ბოლო სართულზე გაჩნდა.
ძლიერი ქარის გამო ხანძრის გავრცელების საშიშროება იყო მეზობელ შენობებზე, მათ შორის თბილისის ცნობილ ღირსშესანიშნაობაზე – რეზო გაბრიაძის თოჯინების თეატრზე.
ხანძრის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო ჩართული. საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.