https://sputnik-georgia.com/20230330/wolt-xelmzrvaneloba-sasamartlos-mimartavs-tu-protesti-ar-sewydeba-276262313.html
Wolt-ის ხელმძღვანელობა სასამართლოს მიმართავს, თუ პროტესტი არ შეწყდება
Wolt-ის ხელმძღვანელობა სასამართლოს მიმართავს, თუ პროტესტი არ შეწყდება
Sputnik საქართველო
Wolt-ის ხელმძღვანელობა უარყოფს აქციებში მონაწილეობის გამო თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტებს. 30.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-30T20:22+0400
2023-03-30T20:22+0400
2023-03-30T22:55+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0f/274896799_0:77:1280:797_1920x0_80_0_0_2ff18cddf9b2a4e7caa7d19f59430f3c.jpg
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. თუ მიტანის სერვისი Wolt-ის კურიერების პროტესტი უახლოეს მომავალში არ დასრულდება, კომპანიის ხელმძღვანელობა მათ სასამართლოში უჩივლებს, ნათქვამია ხელმძღვანელობის მიერ მასმედიით გავრცელებულ განცხადებაში.შრომის პირობებითა და ხელფასებით უკმაყოფილო კურიერები უკვე მესამე თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ და აცხადებენ, რომ მანამდე გამოვლენ აქციებზე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ისინი მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტროს, კომპანიასთან მოლაპარაკებებში შუამავლის როლი იკისროს, ასევე ითხოვენ, რომ პროცესში პირადად პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ჩაერთოს.Wolt-ში აცხადებენ, რომ თუ პროტესტი არ შეწყდება, ისინი მიმართავენ იურიდიულ გზას.გარდა ამისა, Wolt-ის ხელმძღვანელობა უარყოფს თანამშრომლების გათავისუფლების ფაქტებს აქციებში მათი მონაწილეობის გამო.პარტნიორი კურიერები – Wolt-ის ინდივიდუალური მეწარმე კონტრაქტორები არიან, რომლებიც შეკვეთებს ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებენ. ჩვენი მხრიდან არ დაბლოკილა არცერთი პარტნიორი კურიერი იმის გამო, რომ ისინი დღემდე მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში, ნათქვამია განცხადებაში.კურიერები დახმარებას ჯანდაცვის მინისტრსა და პრემიერს სთხოვენ>>კომპანია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილე კურიერები საინფორმაციო კამპანიის დროს ხშირად აგრესიულად იქცევიან იმ კოლეგების მიმართ, ვინც მათ მხარს არ უჭერს. იყო ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებიც.კურიერებმა, რომლებიც აქციებს აწყობენ, ხუთშაბათს ქალაქის სხვადასხვა წერტილში საინფორმაციო კამპანია დაიწყეს. ისინი აპირებენ თავიანთი პოზიციის განმარტებას იმ კურიერებისთვის, რომლებიც მათ არ შეუერთდნენ.კურიერებმა 29 მარტს რიგით მეორე კონფერენცია გამართეს, სადაც გადაწყვიტეს, რომ გააგრძელონ საპროტესტო აქციები იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. კონფერენციაში დაახლოებით 250 ადამიანი მონაწილეობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინიც, ხელმძღვანელობის მსგავსად, იურისტებს მიმართავენ დახმარებისთვის.კურიერების მოთხოვნებია:ისინი ასევე მოითხოვენ კორექტივების შეტანას ადგილმდებარეობის აღმნიშვნელ რუკაზე, რათა გაიოლდეს კლიენტების მისამართის განსაზღვრა და ზედმეტი კილომეტრების გავლა არ მოუწიოთ.კურიერები აცხადებენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ ზოგიერთ თანამშრომელს, რომლებიც აქციებში მონაწილეობენ, სამუშაო მობილურ აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა.ისინი უარს ამბობენ ხელმძღვანელობასთან ინდივიდუალურ შეხვედრაზე.კომპანია Wolt მიტანის სერვისია. მისი ბაზა ჰელსინკიშია და ის მსოფლიოს 23 ქვეყანაში ფუნქციონირებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0f/274896799_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_e87926c8ab8b717249c594ba3a913b78.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
Wolt-ის ხელმძღვანელობა სასამართლოს მიმართავს, თუ პროტესტი არ შეწყდება
20:22 30.03.2023 (განახლებულია: 22:55 30.03.2023) Wolt-ის ხელმძღვანელობა უარყოფს აქციებში მონაწილეობის გამო თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტებს.
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. თუ მიტანის სერვისი Wolt-ის კურიერების პროტესტი უახლოეს მომავალში არ დასრულდება, კომპანიის ხელმძღვანელობა მათ სასამართლოში უჩივლებს, ნათქვამია ხელმძღვანელობის მიერ მასმედიით გავრცელებულ განცხადებაში.
შრომის პირობებითა და ხელფასებით უკმაყოფილო კურიერები უკვე მესამე თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ და აცხადებენ, რომ მანამდე გამოვლენ აქციებზე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ისინი მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტროს, კომპანიასთან მოლაპარაკებებში შუამავლის როლი იკისროს, ასევე ითხოვენ, რომ პროცესში პირადად პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ჩაერთოს.
Wolt-ში აცხადებენ, რომ თუ პროტესტი არ შეწყდება, ისინი მიმართავენ იურიდიულ გზას.
გარდა ამისა, Wolt-ის ხელმძღვანელობა უარყოფს თანამშრომლების გათავისუფლების ფაქტებს აქციებში მათი მონაწილეობის გამო.
პარტნიორი კურიერები – Wolt-ის ინდივიდუალური მეწარმე კონტრაქტორები არიან, რომლებიც შეკვეთებს ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებენ. ჩვენი მხრიდან არ დაბლოკილა არცერთი პარტნიორი კურიერი იმის გამო, რომ ისინი დღემდე მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში, ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილე კურიერები საინფორმაციო კამპანიის დროს ხშირად აგრესიულად იქცევიან იმ კოლეგების მიმართ, ვინც მათ მხარს არ უჭერს. იყო ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებიც.
კურიერებმა, რომლებიც აქციებს აწყობენ, ხუთშაბათს ქალაქის სხვადასხვა წერტილში საინფორმაციო კამპანია დაიწყეს. ისინი აპირებენ თავიანთი პოზიციის განმარტებას იმ კურიერებისთვის, რომლებიც მათ არ შეუერთდნენ.
კურიერებმა 29 მარტს რიგით მეორე კონფერენცია გამართეს, სადაც გადაწყვიტეს, რომ გააგრძელონ საპროტესტო აქციები იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. კონფერენციაში დაახლოებით 250 ადამიანი მონაწილეობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინიც, ხელმძღვანელობის მსგავსად, იურისტებს მიმართავენ დახმარებისთვის.
ანტიკონსტიტუციური დევნის შეწყვეტა,
კოლექტიური მოლაპარაკებები.
ისინი ასევე მოითხოვენ კორექტივების შეტანას ადგილმდებარეობის აღმნიშვნელ რუკაზე, რათა გაიოლდეს კლიენტების მისამართის განსაზღვრა და ზედმეტი კილომეტრების გავლა არ მოუწიოთ.
კურიერები აცხადებენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ ზოგიერთ თანამშრომელს, რომლებიც აქციებში მონაწილეობენ, სამუშაო მობილურ აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა.
ისინი უარს ამბობენ ხელმძღვანელობასთან ინდივიდუალურ შეხვედრაზე.
კომპანია Wolt მიტანის სერვისია. მისი ბაზა ჰელსინკიშია და ის მსოფლიოს 23 ქვეყანაში ფუნქციონირებს.