https://sputnik-georgia.com/20230329/kurierebi-daxmarebas-jandacvis-ministrsa-da-premiers-stxoven-276234305.html
კურიერები დახმარებას ჯანდაცვის მინისტრსა და პრემიერს სთხოვენ
კურიერები დახმარებას ჯანდაცვის მინისტრსა და პრემიერს სთხოვენ
Sputnik საქართველო
სამუშაო პირობებით უკმაყოფილო კურიერები უკვე მესამე თვეა საპროტესტო აქციებს აწყობენ. 29.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-29T18:41+0400
2023-03-29T18:41+0400
2023-03-29T21:45+0400
სოციალური სფერო საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0f/274895147_397:0:4038:2048_1920x0_80_0_0_b0ef9f59b80c4af33de389263eb0bf51.jpg
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. მიტანის სამსახურის Glovo-სა და Wolt-ის ასზე მეტი კურიერი თბილისში საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. სამუშაო პირობებით უკმაყოფილო კურიერები უკვე მესამე თვეა საპროტესტო აქციებს აწყობენ და აცხადებენ, რომ აქციებს მანამ გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ოთხშაბათს კურიერები კომპანია Wolt-ის ხელმძღვანელობის შენობასთან ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე შეიკრიბნენ. აქციაზე ისინი პლაკატებით მივიდნენ: „3 ლარი? წიწილა ვარ?", „სამი ლარი ცოტაა". როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, მათ სურთ, რომ შეწყდეს მათ მიმართ დისკრიმინაცია და გაათავისუფლონ კომპანიის ხელმძღვანელები. რა მოთხოვნები აქვთ კურიერებს: კურიერები აცხადებენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ ზოგიერთ თანამშრომელს, რომლებიც აქციებში მონაწილეობენ, სამუშაო მობილურ აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა. აქციის მონაწილეების ნაწილი გარკვეული დროის შემდეგ მოპედებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსკენ გაემართა. ისინი მინისტრ ზურაბ აზარაშვილს მათი მოთხოვნების გადასაწყვეტად მედიაციის პროცესში ჩართვას სთხოვენ. კურიერები დღის ბოლოს ასევე აპირებენ კონსულტაციისთვის იურისტებს მიმართონ, ასევე დაწერონ წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე და მას თავიანთი მდგომარეობის შესახებ აცნობონ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0f/274895147_852:0:3583:2048_1920x0_80_0_0_d07e60943a08ac58498fa674f7b2e031.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სოციალური სფერო საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
სოციალური სფერო საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
კურიერები დახმარებას ჯანდაცვის მინისტრსა და პრემიერს სთხოვენ
18:41 29.03.2023 (განახლებულია: 21:45 29.03.2023) სამუშაო პირობებით უკმაყოფილო კურიერები უკვე მესამე თვეა საპროტესტო აქციებს აწყობენ.
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. მიტანის სამსახურის Glovo-სა და Wolt-ის ასზე მეტი კურიერი თბილისში საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
სამუშაო პირობებით უკმაყოფილო კურიერები უკვე მესამე თვეა საპროტესტო აქციებს აწყობენ და აცხადებენ, რომ აქციებს მანამ გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ოთხშაბათს კურიერები კომპანია Wolt-ის ხელმძღვანელობის შენობასთან ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე შეიკრიბნენ. აქციაზე ისინი პლაკატებით მივიდნენ: „3 ლარი? წიწილა ვარ?", „სამი ლარი ცოტაა".
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, მათ სურთ, რომ შეწყდეს მათ მიმართ დისკრიმინაცია და გაათავისუფლონ კომპანიის ხელმძღვანელები.
რა მოთხოვნები აქვთ კურიერებს:
კორექტივების შეტანა ადგილმდებარეობის აღმნიშვნელ რუკაზე, რათა გაიოლდეს კლიენტების მისამართის განსაზღვრა და ზედმეტი კილომეტრების გავლა არ მოუწიოთ;
კომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან დევნის შეწყვეტა იმ კურიერების მიმართ, რომლებიც საპროტესტო აქციებზე გამოდიან, და კომპანიის დირექტორის ნატალია ხიზანიშვილის, ასევე ოპერაციების დეპარტამენტის უფროსის გიორგი აკობიას გათავისუფლება.
კურიერები აცხადებენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ ზოგიერთ თანამშრომელს, რომლებიც აქციებში მონაწილეობენ, სამუშაო მობილურ აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა.
აქციის მონაწილეების ნაწილი გარკვეული დროის შემდეგ მოპედებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსკენ გაემართა. ისინი მინისტრ ზურაბ აზარაშვილს მათი მოთხოვნების გადასაწყვეტად მედიაციის პროცესში ჩართვას სთხოვენ.
კურიერები დღის ბოლოს ასევე აპირებენ კონსულტაციისთვის იურისტებს მიმართონ, ასევე დაწერონ წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე და მას თავიანთი მდგომარეობის შესახებ აცნობონ.