https://sputnik-georgia.com/20230330/sapatriarqo-ardgomis-dresaswaulebze-jurnalistebistvis-wesebs-amkacrebs-276267416.html
საპატრიარქო აღდგომის დღესასწაულებზე ჟურნალისტებისთვის წესებს ამკაცრებს
საპატრიარქო აღდგომის დღესასწაულებზე ჟურნალისტებისთვის წესებს ამკაცრებს
Sputnik საქართველო
მასმედიის წარმომადგენლები იხელმძღვანელებენ იმავე წესებით, რაც კანონით არის გათვალისწინებული სხვადასხვა სახელმწიფო ინსტანციების ღონისძიებებზე, განაცხადეს... 30.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-30T21:05+0400
2023-03-30T21:05+0400
2023-03-30T23:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
რელიგია
საქართველოს საპატრიარქო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24827/90/248279005_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_3ba07d8cc0a0c781021d2b269f117a48.jpg
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. მასმედიის წარმომადგენლები თბილისის სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დღესასწაულების გასაშუქებლად მხოლოდ აკრედიტაციის არსებობის შემთხვევაში დაიშვებიან, ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.ამასთან, აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დამზადდება სახელობითი „ბეიჯები", ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.გადაწყვეტილების მიღების მიზეზია საეკლესიო მსახურების ხელის შეშლის გახშირებული ფაქტები.„ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაულები. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს არაერთხელ დაფიქსირდა ტაძარში თუ ტაძრის ეზოში რელიგიური და სხვა საეკლესიო მსახურების ხელის შეშლის ფაქტი და დიდია ალბათობა ზემოაღნიშნულის გამეორებისა, მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის ახალი წესი იმოქმედებს >>განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 4 აპრილი. დაინტერესების შემთხვევაში მასმედიის წარმომადგენლებმა უნდა დარეკონ ნომერზე: 599-987-055.საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 2023 წელს ბზობის კვირა აღინიშნება 9 აპრილს, ხოლო აღდგომა – 16 აპრილს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24827/90/248279005_125:0:2796:2003_1920x0_80_0_0_b6d6068760fb62d779d27f259232101c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რელიგია, საქართველოს საპატრიარქო
ახალი ამბები, საქართველო, რელიგია, საქართველოს საპატრიარქო
საპატრიარქო აღდგომის დღესასწაულებზე ჟურნალისტებისთვის წესებს ამკაცრებს
21:05 30.03.2023 (განახლებულია: 23:02 30.03.2023) მასმედიის წარმომადგენლები იხელმძღვანელებენ იმავე წესებით, რაც კანონით არის გათვალისწინებული სხვადასხვა სახელმწიფო ინსტანციების ღონისძიებებზე, განაცხადეს საპატრიარქოში.
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. მასმედიის წარმომადგენლები თბილისის სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დღესასწაულების გასაშუქებლად მხოლოდ აკრედიტაციის არსებობის შემთხვევაში დაიშვებიან, ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.
„ვთხოვთ ტელევიზიებსა და მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. დღესასწაულებზე თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დამზადდება სახელობითი „ბეიჯები", ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
გადაწყვეტილების მიღების მიზეზია საეკლესიო მსახურების ხელის შეშლის გახშირებული ფაქტები.
„ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაულები. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს არაერთხელ დაფიქსირდა ტაძარში თუ ტაძრის ეზოში რელიგიური და სხვა საეკლესიო მსახურების ხელის შეშლის ფაქტი და დიდია ალბათობა ზემოაღნიშნულის გამეორებისა, მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 4 აპრილი. დაინტერესების შემთხვევაში მასმედიის წარმომადგენლებმა უნდა დარეკონ ნომერზე: 599-987-055.
საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 2023 წელს ბზობის კვირა აღინიშნება 9 აპრილს, ხოლო აღდგომა – 16 აპრილს.