https://sputnik-georgia.com/20230207/parlamentshi-akreditaciis-axali-wesi-imoqmedebs-274641308.html
პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის ახალი წესი იმოქმედებს
პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის ახალი წესი იმოქმედებს
Sputnik საქართველო
იქნება ორი სახის აკრედიტაცია - მუდმივი საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის და სპეციალური, რომელიც ერთი დღის განმავლობაში იმოქმედებს 07.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-07T10:42+0400
2023-02-07T10:42+0400
2023-02-07T10:42+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250968040_0:215:1135:853_1920x0_80_0_0_bc15fe36997e61c8d3b4bec1b956a61c.jpg
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციას ეხება.როგორც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, უკვე მრავალი წელია გარკვეული ხარვეზი არსებობდა. აკრედიტაციის წესის არარსებობის გამო, ყოველ ჯერზე საჭირო იყო ჟურნალისტებისთვის საშვის გაცემა.პარლამენტის სპიკერის განმარტებით, ორი სახის აკრედიტაცია იმოქმედებს. საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციას მიიღებენ იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტის საქმიანობას აშუქებენ. პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო ჟურნალისტის სტატუსით, ამ აკრედიტაციით მათ შეეძლებათ დაუბრკოლებლად შესვლა და მუშაობა პარლამენტში.ამასთან, იმოქმედებს სპეციალური აკრედიტაცია, რომელიც ერთი დღის განმავლობაში იმოქმედებს. მსგავსი აკრედიტაციით ისარგებლებენ პარლამენტში არააკრედიტებული მედიასაშუალებები, მათ შორის, უცხოელები. რაც შეეხება მსხვილ მედიასაშუალებებს, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და აჭარის მაუწყებელს, მათ შვიდი გადამღები ჯგუფის აკრედიტაციის შესაძლებლობა ექნებათ. დანარჩენ ტელევიზიებს კი სამი გადამღები ჯგუფის აკრედიტაცია შეეძლებათ. გადამღებ ჯგუფში შედის როგორც რეპორტიორი, ისე ოპერატორი და ტექნიკური პერსონალი.პაპუაშვილის თქმით, აკრედიტაციის გარკვეული რაოდენობა გამოყოფილია ონლაინ და ბეჭდური გამოცემებისთვისაც. გაზეთებისთვის და ჟურნალებისთვის ორი ჟურნალისტი, ასევე ორი ჟურნალისტი რადიოსთვის, ხოლო ონლაინ-გამოცემისთვის ოთხი ჟურნალისტი.ამასთან, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის განცხადებით, თავად აკრედიტაციის პროცედურა რთული არ იქნება. რაც შეეხება ვადებს, მედიის წარმომადგენლებს განაცხადების წარდგენა 20 თებერვლამდე შეუძლიათ. პარლამენტი აკრედიტაციის ახალ წესზე 1 მარტიდან გადავა.
https://sputnik-georgia.com/20230205/saqartvelos-parlamenti-musaobas-momaval-kvirasi-seudgebe-274587939.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250968040_0:197:822:813_1920x0_80_0_0_60d9a96854468eba2abdb28cf2016f4f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის ახალი წესი იმოქმედებს
იქნება ორი სახის აკრედიტაცია - მუდმივი საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის და სპეციალური, რომელიც ერთი დღის განმავლობაში იმოქმედებს
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციას ეხება.
როგორც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, უკვე მრავალი წელია გარკვეული ხარვეზი არსებობდა. აკრედიტაციის წესის არარსებობის გამო, ყოველ ჯერზე საჭირო იყო ჟურნალისტებისთვის საშვის გაცემა.
„პარლამენტის კვლევითმა ცენტრმა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების გამოცდილების ანალიზი შეადგინა. ამ საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით შედგა აკრედიტაციის წესი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის განმარტებით, ორი სახის აკრედიტაცია იმოქმედებს. საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციას მიიღებენ იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტის საქმიანობას აშუქებენ. პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო ჟურნალისტის სტატუსით, ამ აკრედიტაციით მათ შეეძლებათ დაუბრკოლებლად შესვლა და მუშაობა პარლამენტში.
ამასთან, იმოქმედებს სპეციალური აკრედიტაცია, რომელიც ერთი დღის განმავლობაში იმოქმედებს. მსგავსი აკრედიტაციით ისარგებლებენ პარლამენტში არააკრედიტებული მედიასაშუალებები, მათ შორის, უცხოელები.
რაც შეეხება მსხვილ მედიასაშუალებებს, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და აჭარის მაუწყებელს, მათ შვიდი გადამღები ჯგუფის აკრედიტაციის შესაძლებლობა ექნებათ. დანარჩენ ტელევიზიებს კი სამი გადამღები ჯგუფის აკრედიტაცია შეეძლებათ. გადამღებ ჯგუფში შედის როგორც რეპორტიორი, ისე ოპერატორი და ტექნიკური პერსონალი.
პაპუაშვილის თქმით, აკრედიტაციის გარკვეული რაოდენობა გამოყოფილია ონლაინ და ბეჭდური გამოცემებისთვისაც. გაზეთებისთვის და ჟურნალებისთვის ორი ჟურნალისტი, ასევე ორი ჟურნალისტი რადიოსთვის, ხოლო ონლაინ-გამოცემისთვის ოთხი ჟურნალისტი.
ამასთან, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის განცხადებით, თავად აკრედიტაციის პროცედურა რთული არ იქნება. რაც შეეხება ვადებს, მედიის წარმომადგენლებს განაცხადების წარდგენა 20 თებერვლამდე შეუძლიათ. პარლამენტი აკრედიტაციის ახალ წესზე 1 მარტიდან გადავა.