„სამშობლო და მისი მომავალი“ - კალაძემ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების პირობა დადო

© Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2023
გამოწერა
რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს მცდელობას, მიაღწიოს მიზანს არეულობის, ესკალაციის გზით, განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა.
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის დაკვეთა არის მშვიდობიანი და სტაბილური გარემო, რაც ასევე არის მმართველი ძალის მთავარი პრინციპი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის დაწყებისთანავე ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. თავდაპირველად, მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის ორგანიზებაზე უარის თქმა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის ჩართვას შეიარაღებულ კონფლიქტში. მოგვიანებით, საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულეს რუსეთის დახმარებაში სანქციების გვერდის ავლით.
„მოსახლეობის დაკვეთა არის მშვიდობიანი, სტაბილური გარემო, ეკონომიკური განვითარება, განათლებული, ცოდნით შეიარაღებული მომავალი თაობის აღზრდა, ევროპული მომავალი და ჩვენი უდიდესი კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნება. სწორედ ეს არის მმართველი ძალის მთავარი სამოქმედო პრინციპები და გაძლევთ პირობას, რომ არასდროს ვუღალატებთ ამ პრინციპებს",- განაცხადა კახა კალაძემ ქობულეთში გამართულ შეხვედრაზე.
ჩვენი ყოველი ნაბიჯი გათვლილია ქვეყნის ინტერესებზე და სწორედ ამიტომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და ნდობას უცხადებს, აღნიშნა კალაძემ.
„დღესაც ხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს – არის მცდელობა არეულობით, ესკალაციის გზით მიაღწიონ მიზანს, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს. რასაკვირველია, ამ გამოწვევასაც ვპასუხობთ ღირსეულად, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ნებისმიერ პარტიულ თუ პირად კეთილდღეობაზე მაღლა დგას სამშობლო და მისი მომავალი“, - აღნიშნა კალაძემ.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი სიტყვებით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა. მან დაასახელა საქართველო, კურილის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი.
ირაკლი ღარიბაშვილი: სამყარო მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დგას >>
მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუმცა, მისი თქმით, საქართველო არათუ არ აკეთებს ამას, არამედ ცდილობს რუსეთის პოზიციის გამართლებას.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ თავისი სანქციების დაწესებაზე და განაცხადა, რომ ეს საქართველოს უფრო დააზიანებს. საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და ამასთან უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
ყველა ახალი ამბავი
0