https://sputnik-georgia.com/20230324/irakli-raribasvili-samyaro-mesame-msoflio-omis-safrtxis-winase-dgas-276074681.html
ირაკლი ღარიბაშვილი: სამყარო მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დგას
ირაკლი ღარიბაშვილი: სამყარო მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დგას
Sputnik საქართველო
ღარიბაშვილის პარლამენტში მისვლის ინიციატორები არიან ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებსაც აინტერესებთ, რას აკეთებს ხელისუფლება საქართველოს უსაფრთხოების... 24.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-24T13:08+0400
2023-03-24T13:08+0400
2023-03-24T18:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271790778_0:104:1024:680_1920x0_80_0_0_80f107902617a12a7dca5cde125ff434.jpg
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. დღეს პლანეტა მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დგას და ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ჩვენი ქვეყნის გადარჩენაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.მისი თქმით, ბირთვული ომის რიტორიკა დღითი დღე მატულობს.პრემიერის თქმით, უკრაინის ომს პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოზე, მთლიანად რეგიონზე, ევროპაზე, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, მთელი მსოფლიოს წესრიგზე, რომელიც ჩამოყალიბებული იყო მეორე მსოფლიო ომის და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით მიიწვიეს. ინიციატორები არიან ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებსაც აინტერესებთ, რას აკეთებს ხელისუფლება საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271790778_51:99:826:680_1920x0_80_0_0_7f3b4b2f8169b8e77594ec138cb4ec18.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პარლამენტი
ირაკლი ღარიბაშვილი: სამყარო მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დგას
13:08 24.03.2023 (განახლებულია: 18:01 24.03.2023) ღარიბაშვილის პარლამენტში მისვლის ინიციატორები არიან ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებსაც აინტერესებთ, რას აკეთებს ხელისუფლება საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. დღეს პლანეტა მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დგას და ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ჩვენი ქვეყნის გადარჩენაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
„მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ დღეს არის ურთულესი ვითარება მთელ მსოფლიოში. ასეთი გამოწვევების წინაშე ევროპა, მთლიანად მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენი სამყარო იმყოფება მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე და ეს არ არის გადაჭარბებული საფრთხე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ბირთვული ომის რიტორიკა დღითი დღე მატულობს.
„ასეთ ვითარებაში ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ჩვენი ქვეყნის გადარჩენაა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, უკრაინის ომს პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოზე, მთლიანად რეგიონზე, ევროპაზე, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, მთელი მსოფლიოს წესრიგზე, რომელიც ჩამოყალიბებული იყო მეორე მსოფლიო ომის და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით მიიწვიეს. ინიციატორები არიან ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებსაც აინტერესებთ, რას აკეთებს ხელისუფლება საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.