მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთში ამერიკელი ჟურნალისტის დაკავება ჯაშუშობის ბრალდებით: პესკოვის კომენტარი

© photo: Sputnik / Sergey Guneevდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2023
გამოწერა
WSJ-ის რუსეთის ბიუროს რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი ეკატერინბურგში დააკავეს. მას აშშ-ის მთავრობის სასარგებლოდ შპიონაჟში ედება ბრალი.
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ეჭვებზე საუბარი არაა: ჟურნალისტი დანაშაულის ადგილზე დააკავეს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის (WSJ) თანამშრომლის ევან გერშკოვიჩის დაკავებასთან დაკავშირებით.
აშშ-ის მოქალაქისა და WSJ-ის რუსეთის ბიუროს რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელა რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ).
ФСБ-ს ინფორმაციით, გერშკოვიჩი აშშ-ის დავალებით აგროვებდა სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ ცნობებს „რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საქმიანობასთან დაკავშირებით“. როგორც უწყებაში აცხადებენ, გერშკოვიჩი სწორედ მაშინ დააკავეს ეკატერინბურგში, როდესაც საიდუმლო მონაცემების მიღებას ცდილობდა.

„ეს არის ФСБ-ს პრეროგატივა, უკვე იყო უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადება, აქ ვერაფერს ვერ დავამატებთ“, – განაცხადა პესკოვმა კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა მოსკოვი ამ საქმეში აშშ-ის დაზვერვის სამსახურებთან.

პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეტალები მისთვის უცნობია.
„არა, ვერ დავაზუსტებ, დეტალებს არ ვფლობ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ეს სპეცსამსახურების პრეროგატივაა, რომლებიც სწორედაც ჯაშუშებს ებრძვიან", – უპასუხა პესკოვმა თხოვნაზე, დააზუსტოს, რას ნიშნავს დანაშაულზე წაასწრეს, როდესაც საქმე ჯაშუშობის ბრალდებას ეხება.
რუსეთში ამერიკელი ჟურნალისტი დააკავეს: ზახაროვას კომენტარი >>
ყველა ახალი ამბავი
0