https://sputnik-georgia.com/20230330/evan-gerskovici-maria-zaxarovas-komentari-276257485.html
რუსეთში ამერიკელი ჟურნალისტი დააკავეს: ზახაროვას კომენტარი
რუსეთში ამერიკელი ჟურნალისტი დააკავეს: ზახაროვას კომენტარი
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის (WSJ) თანამშრომლის ევან გერშკოვიჩის საქმიანობას, რომელიც ეკატერინბურგში დააკავა... 30.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-30T18:13+0400
2023-03-30T18:13+0400
2023-07-20T15:50+0400
რუსეთი
პოლიტიკა
აშშ
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/16/275999466_0:0:1600:900_1920x0_80_0_0_249ef7c666a25d3ca9fdcf9bea0f202d.jpg
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის (WSJ) თანამშრომლის ევან გერშკოვიჩის საქმიანობას, რომელიც ეკატერინბურგში დააკავა რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.აშშ-ის მოქალაქისა და WSJ-ის რუსეთის ბიუროს რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელა რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ). მას აშშ-ის მთავრობის სასარგებლოდ შპიონაჟში ედება ბრალი. ФСБ-ს ინფორმაციით, გერშკოვიჩი აშშ-ის დავალებით აგროვებდა სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ ცნობებს „რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საქმიანობასთან დაკავშირებით“. როგორც უწყებაში აცხადებენ, გერშკოვიჩი სწორედ მაშინ დააკავეს ეკატერინბურგში, როდესაც საიდუმლო მონაცემების მიღებას ცდილობდა.WSJ უკვე გამოეხმაურა თავისი თანამშრომლის დაკავებას და შეშფოთება გამოთქვა მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.აღინიშნება, რომ გერშკოვიჩი, რომელიც უკვე ექვსი წელია რუსეთში მოღვაწეობს, WSJ-მდე მუშაობდა ისეთ ცნობილ გამოცემებში, როგორებიცაა: Agence France-Presse, The Moscow Times და The New York Times.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/16/275999466_167:0:1367:900_1920x0_80_0_0_40eaf7193e5ebf53dd1ef2ff18968733.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, პოლიტიკა, აშშ , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, პოლიტიკა, აშშ , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთში ამერიკელი ჟურნალისტი დააკავეს: ზახაროვას კომენტარი
18:13 30.03.2023 (განახლებულია: 15:50 20.07.2023) თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის (WSJ) თანამშრომლის ევან გერშკოვიჩის საქმიანობას, რომელიც ეკატერინბურგში დააკავა რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„ის საქმიანობა, რითაც The Wall Street Journal-ის თანამშრომელი იყო დაკავებული ეკატერინბურგში, არაფერ შუაშია ჟურნალისტიკასთან. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „უცხოელი კორესპონდენტის“ სტატუსი, ჟურნალისტური ვიზა და აკრედიტაცია უცხოელების მიერ ჩვენს ქვეყანაში არაჟურნალისტური საქმიანობის დასაფარად გამოიყენება“, — დაწერა ზახაროვამ Telegram-არხზე.
აშშ-ის მოქალაქისა და WSJ-ის რუსეთის ბიუროს რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელა რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ). მას აშშ-ის მთავრობის სასარგებლოდ შპიონაჟში ედება ბრალი. ФСБ-ს ინფორმაციით, გერშკოვიჩი აშშ-ის დავალებით აგროვებდა სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ ცნობებს „რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საქმიანობასთან დაკავშირებით“. როგორც უწყებაში აცხადებენ, გერშკოვიჩი სწორედ მაშინ დააკავეს ეკატერინბურგში, როდესაც საიდუმლო მონაცემების მიღებას ცდილობდა.
WSJ უკვე გამოეხმაურა თავისი თანამშრომლის დაკავებას და შეშფოთება გამოთქვა მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
აღინიშნება, რომ გერშკოვიჩი, რომელიც უკვე ექვსი წელია რუსეთში მოღვაწეობს, WSJ-მდე მუშაობდა ისეთ ცნობილ გამოცემებში, როგორებიცაა: Agence France-Presse, The Moscow Times და The New York Times.