https://sputnik-georgia.com/20230330/ra-sedegit-dasrulda-masstaburi-specoperacia-saqartvelosi-sss-s-angarisi-276265012.html
რა შედეგით დასრულდა მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოში: შსს-ს ანგარიში
რა შედეგით დასრულდა მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოში: შსს-ს ანგარიში
Sputnik საქართველო
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 30.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-30T19:39+0400
2023-03-30T19:39+0400
2023-03-30T22:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24313/91/243139155_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_18156c49c8bb4d34f688289e14470c58.jpg
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 58 პირი დააკავეს, მათ შორის 31 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.აღსანიშნავია, რომ ნარკორეალიზატორებიდან ყველაზე უმცროსი 2003 წელს არის დაბადებული.დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია 28 პირი.დაკავებულთა შორის ყველაზე ხანდაზმული 1956 წელს არის დაბადებული.გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან როგორც ქალები, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.ოპერატიული ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები თბილისში, სამეგრელო–ზემო სვანეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ასევე კახეთსა და აჭარაში სხვადასხვა დროს ჩატარდა.გამოძიების მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებული პირები სხვადასხვა ინტერნეტ-აპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, ფოტოებს უღებდნენ და შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს.სამართალდამცველებმა აღნიშნული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.პოლიციამ დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე პირადი, ავტომანქანების, სახლებისა და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის ჰეროინი, კოკაინი, „მეტადონი“, „ბუპრენორფინი“, „მდმა“ „ალფა-პვპ“, „მეფედრონი“, „პრეგაბალინი“, ე.წ. სინთეტიკური ნარკოტიკი, „მეტამფეტამინი“, „ფენტანილი“, „ტრამადოლი“, „პსილოცინი“, მარიხუანა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფი.ასევე ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, მცირე ზომის სასწორები და წებოვანი ლენტები.ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის და გასაღების, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე, 261-ე, 263-ე, 265-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24313/91/243139155_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_e428828cb637df7620c53aac70a5e767.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
რა შედეგით დასრულდა მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოში: შსს-ს ანგარიში
19:39 30.03.2023 (განახლებულია: 22:44 30.03.2023) დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 58 პირი დააკავეს, მათ შორის 31 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ნარკორეალიზატორებიდან ყველაზე უმცროსი 2003 წელს არის დაბადებული.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია 28 პირი.
დაკავებულთა შორის ყველაზე ხანდაზმული 1956 წელს არის დაბადებული.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან როგორც ქალები, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
ოპერატიული ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები თბილისში, სამეგრელო–ზემო სვანეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ასევე კახეთსა და აჭარაში სხვადასხვა დროს ჩატარდა.
გამოძიების მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებული პირები სხვადასხვა ინტერნეტ-აპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, ფოტოებს უღებდნენ და შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს.
სამართალდამცველებმა აღნიშნული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე პირადი, ავტომანქანების, სახლებისა და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის ჰეროინი, კოკაინი, „მეტადონი“, „ბუპრენორფინი“, „მდმა“ „ალფა-პვპ“, „მეფედრონი“, „პრეგაბალინი“, ე.წ. სინთეტიკური ნარკოტიკი, „მეტამფეტამინი“, „ფენტანილი“, „ტრამადოლი“, „პსილოცინი“, მარიხუანა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფი.
ასევე ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, მცირე ზომის სასწორები და წებოვანი ლენტები.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის და გასაღების, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე, 261-ე, 263-ე, 265-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.