https://sputnik-georgia.com/20230328/saqartvelo-vs-norvegia-fexburti-276176302.html
ფეხბურთი - საქართველო VS ნორვეგია: დაპირისპირების ისტორია
ფეხბურთი - საქართველო VS ნორვეგია: დაპირისპირების ისტორია
Sputnik საქართველო
საქართველოსა და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ და სამივეჯერ სკანდინავიელებმა გაიმარჯვეს. 28.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-28T11:32+0400
2023-03-28T11:32+0400
2023-03-28T16:36+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/17/270726002_0:102:1661:1036_1920x0_80_0_0_d9ea6018c1be4d673cb39a019900716e.jpg
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები 28 მარტს ბათუმში ნორვეგიის ნაკრებს უმასპინძლებს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. ნორვეგიის ნაკრებმა შესარჩევი ტურნირის პირველი მატჩი ესპანეთთან 0:3 წააგო. საქართველოსთვის ნორვეგიასთან მატჩი ამ ტურნირის ფარგლებში პირველია, მანამდე ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთს მოუგო დიდი ანგარიშით – 6:1. საქართველოსა და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ: 1999 წლის გაზაფხულზე 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში ორ მატჩში და 1996 წელს ამხანაგურ შეხვედრაში. საქართველოს ნაკრებმა სამივე შეხვედრა წააგო. ამ სამ მატჩში გაიტანა ერთი გოლი, ხოლო საკუთარ კარში მიიღო ექვსი. ამჟამად საქართველოს ნაკრებს სახლში ჩატარებული მატჩების (6 მატჩი) წაუგებელი სერია აქვს – ხუთი მოგება, ერთი ფრე. ბოლოს ვილი სანიოლის გუნდმა სახლში 2021 წელს საბერძნეთის წინააღმდეგ მატჩში წააგო. ვილი სანიოლი: თამაშის ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ>>ნორვეგიის ნაკრებმა კი ბოლო ხუთი მატჩიდან სამი წააგო და მხოლოდ ერთი მოიგო – ირლანდიის წინააღმდეგ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილებაა – ძირითადის მეკარე გიორგი ლორია მონღოლეთთან მატჩში მიღებული ტრავმის გამო, სავარაუდოდ, ვერ ითამაშებს და მას „ვალენსიის" მეკარე გიორგი მამარდაშვილი შეცვლის. თავის მხრივ, ნორვეგიელებს ვერ დაეხმარება გუნდის ლიდერი ერლინგ ჰოლანი. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები კენჭისყრის შედეგად А ჯგუფში მოხვდა ესპანეთთან, შოტლანდიასთან, ნორვეგიასთან და კვიპროსთან ერთად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/17/270726002_73:0:1589:1137_1920x0_80_0_0_a822bca66f5f3556f1ccad36c7c1dba4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ფეხბურთი - საქართველო VS ნორვეგია: დაპირისპირების ისტორია
11:32 28.03.2023 (განახლებულია: 16:36 28.03.2023) საქართველოსა და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ და სამივეჯერ სკანდინავიელებმა გაიმარჯვეს.
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები 28 მარტს ბათუმში ნორვეგიის ნაკრებს უმასპინძლებს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
ნორვეგიის ნაკრებმა შესარჩევი ტურნირის პირველი მატჩი ესპანეთთან 0:3 წააგო. საქართველოსთვის ნორვეგიასთან მატჩი ამ ტურნირის ფარგლებში პირველია, მანამდე ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთს მოუგო დიდი ანგარიშით – 6:1.
საქართველოსა და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ: 1999 წლის გაზაფხულზე 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში ორ მატჩში და 1996 წელს ამხანაგურ შეხვედრაში.
საქართველოს ნაკრებმა სამივე შეხვედრა წააგო. ამ სამ მატჩში გაიტანა ერთი გოლი, ხოლო საკუთარ კარში მიიღო ექვსი.
ამჟამად საქართველოს ნაკრებს სახლში ჩატარებული მატჩების (6 მატჩი) წაუგებელი სერია აქვს – ხუთი მოგება, ერთი ფრე. ბოლოს ვილი სანიოლის გუნდმა სახლში 2021 წელს საბერძნეთის წინააღმდეგ მატჩში წააგო.
ნორვეგიის ნაკრებმა კი ბოლო ხუთი მატჩიდან სამი წააგო და მხოლოდ ერთი მოიგო – ირლანდიის წინააღმდეგ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილებაა – ძირითადის მეკარე გიორგი ლორია მონღოლეთთან მატჩში მიღებული ტრავმის გამო, სავარაუდოდ, ვერ ითამაშებს და მას „ვალენსიის" მეკარე გიორგი მამარდაშვილი შეცვლის.
თავის მხრივ, ნორვეგიელებს ვერ დაეხმარება გუნდის ლიდერი ერლინგ ჰოლანი.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები კენჭისყრის შედეგად А ჯგუფში მოხვდა ესპანეთთან, შოტლანდიასთან, ნორვეგიასთან და კვიპროსთან ერთად.