https://sputnik-georgia.com/20230326/sanioli-tamasis-xarisxi-unda-gavaumjobesot-276116756.html
ვილი სანიოლი: თამაშის ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ
ვილი სანიოლი: თამაშის ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ
Sputnik საქართველო
შემდეგ მატჩს ევრო–2024–ის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში საქართველოს ნაკრები ნორვეგიის წინააღმდეგ ბათუმში 28 მარტს გამართავს. 26.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-26T14:26+0400
2023-03-26T14:26+0400
2023-03-26T14:26+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251287198_0:133:1280:854_1920x0_80_0_0_5bfaa7b025c033003c98036dc3165fa6.jpg
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი თავისი გუნდისგან, მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის შემდეგ, თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას ელოდება.საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი ამხანაგურ მატჩში ბათუმის ახალ სტადიონზე „აჭარაბეთ არენა“ 6:1 გაანადგურა.მწვრთნელის თქმით, საქართველოს ნაკრების მთავარმა გოლკიპერმა ტრავმა მიიღო და ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა ის ნორვეგიასთან მატჩში თამაშს, რომელიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი წრის ფარგლებში გაიმართება.„ლორია პირველ ტაიმში დაშავდა – მონღოლ ფეხბურთელთან შეჯახების შემდეგ ზურგის ტკივილმა შეაწუხა და ამიტომ შევცვალეთ, რაც დაგეგმილი ცვლილება არ იყო. ლუკა გუგეშაშვილი დღევანდელი თამაშით ქებას იმსახურებს. რაც შეეხება ლორიას, მისი მდგომარეობის შესახებ დეტალებს ჯერ ვერ გეტყვით“, – განაცხადა სანიოლმა.ფეხბურთი: საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი გაანადგურა>>შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები ნორვეგიის წინააღმდეგ 28 მარტს ბათუმში გამართავს.შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.საქართველოს ნაკრების მეტოქემ ესპანეთთან 3:0 წააგო. А ჯგუფის შეხვედრა მალაგაში გაიმართა მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში შოტლანდიამ კვიპროსი 3:0 გაანადგურა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251287198_205:119:1185:854_1920x0_80_0_0_371cabf5403642a945f322d6c1efd4b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ვილი სანიოლი: თამაშის ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ
შემდეგ მატჩს ევრო–2024–ის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში საქართველოს ნაკრები ნორვეგიის წინააღმდეგ ბათუმში 28 მარტს გამართავს.
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი თავისი გუნდისგან, მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის შემდეგ, თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას ელოდება.
საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი ამხანაგურ მატჩში ბათუმის ახალ სტადიონზე „აჭარაბეთ არენა“ 6:1 გაანადგურა.
„ასეთი მატჩის შემდეგ შეფასების გაკეთება რთულია. გადავწყვიტე, რომ დღეს იმ ფეხბურთელებს ეთამაშათ, რომლებსაც ნაკრებში ნაკლები დრო ეთმობათ. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ დროს ხარისხი დაიკარგა. კარგი ის იყო, რომ ბევრი მომენტი შევქმენით და ბევრიც გავიტანეთ. წლის პირველი მატჩი იყო და ასეთი შედეგი კარგია, მაგრამ ნორვეგიასთან ბევრად უფრო რთული თამაში გველის და თუ შედეგის მიღწევა გვინდა, უკეთესი ხარისხიც მოგვეთხოვება“, – განაცხადა სანიოლმა.
მწვრთნელის თქმით, საქართველოს ნაკრების მთავარმა გოლკიპერმა ტრავმა მიიღო და ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა ის ნორვეგიასთან მატჩში თამაშს, რომელიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი წრის ფარგლებში გაიმართება.
„ლორია პირველ ტაიმში დაშავდა – მონღოლ ფეხბურთელთან შეჯახების შემდეგ ზურგის ტკივილმა შეაწუხა და ამიტომ შევცვალეთ, რაც დაგეგმილი ცვლილება არ იყო. ლუკა გუგეშაშვილი დღევანდელი თამაშით ქებას იმსახურებს. რაც შეეხება ლორიას, მისი მდგომარეობის შესახებ დეტალებს ჯერ ვერ გეტყვით“, – განაცხადა სანიოლმა.
შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები ნორვეგიის წინააღმდეგ 28 მარტს ბათუმში გამართავს.
შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების მეტოქემ ესპანეთთან 3:0 წააგო. А ჯგუფის შეხვედრა მალაგაში გაიმართა მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში შოტლანდიამ კვიპროსი 3:0 გაანადგურა.