https://sputnik-georgia.com/20230328/gaeros-usisroebis-sabwo-rusuli-rezolucia-crdiloetis-nakadebze-276180934.html
ჩინეთი გაეროში რუსული რეზოლუციის ჩავარდნის გამო წუხს
ჩინეთი გაეროში რუსული რეზოლუციის ჩავარდნის გამო წუხს
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ჩინეთი წუხს, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ რუსული რეზოლუციის პროექტი არ მიიღო, განაცხადა ჩინეთის საგარეო... 28.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-28T14:03+0400
2023-03-28T14:03+0400
2023-08-17T12:48+0400
მსოფლიო დღეს
ჩინეთი
გაეროს უშიშროების საბჭო
ახალი ამბები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1d/266965568_0:166:3055:1884_1920x0_80_0_0_db2eb6f2d3615e5f76aaad9090011d66.jpg
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ჩინეთი წუხს, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ რუსული რეზოლუციის პროექტი არ მიიღო, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაო ნინმა.მისი თქმით, რუსეთის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის პროექტი მნიშვნელოვან ოპციებს შეიცავს სიმართლის დასადგენად, მაგრამ უშიშროების საბჭომ ვერ მიაღწია კონსენსუსს მასზე კენჭისყრისას.ამასთან მაო ნინმა აღნიშნა, რომ აშშ „ჩრდილოეთის ნაკადებთან“ დაკავშირებით ორმაგ სტანდარტებს იყენებს.ამასთან მან, ჩინეთის ხელისუფლების სახელით, იმედი გამოთქვა, რომ გაზსადენებზე აფეთქების გამოძიებაში სწრაფი პროგრესი იქნება, რათა მსოფლიომ სიმართლე გაიგოს და დამნაშავეები დაისაჯონ. მანამდე გაეროს უშიშროების საბჭომ არ მიიღო რუსული რეზოლუციის პროექტი, რომელიც გაეროს ეგიდით საერთაშორისო კომისიის შექმნას მოითხოვდა „ჩრდილოეთ ნაკადებზე“ ტერაქტის გამოსაძიებლად. რეზოლუციას მხარი მხოლოდ რუსეთმა, ჩინეთმა და ბრაზილიამ დაუჭირეს, უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 12-მა წევრმა ქვეყანამ თავი შეიკავა. რეზოლუციის მისაღებად მინიმუმ ცხრა ხმა იყო საჭირო იმ პირობით, რომ რომელიმე წევრი ვეტოს არ დაადებდა პროექტს.
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1d/266965568_323:0:3054:2048_1920x0_80_0_0_8d055679cec0ad74a79fde3ec5371dee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩინეთი, გაეროს უშიშროების საბჭო, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
ჩინეთი, გაეროს უშიშროების საბჭო, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ჩინეთი წუხს, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ რუსული რეზოლუციის პროექტი არ მიიღო, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაო ნინმა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის პროექტი მნიშვნელოვან ოპციებს შეიცავს სიმართლის დასადგენად, მაგრამ უშიშროების საბჭომ ვერ მიაღწია კონსენსუსს მასზე კენჭისყრისას.
ამასთან მაო ნინმა აღნიშნა, რომ აშშ „ჩრდილოეთის ნაკადებთან“ დაკავშირებით ორმაგ სტანდარტებს იყენებს.
„აშშ ცდილობს, რომ ჩაატაროს სხვა განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ ე.წ. გამოძიებები. მაგრამ ამ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ისინი ფარულად იქცევიან, აშკარად იცავენ რა ორმაგ სტანდარტებს“, — განაცხადა დიპლომატმა.
ამასთან მან, ჩინეთის ხელისუფლების სახელით, იმედი გამოთქვა, რომ გაზსადენებზე აფეთქების გამოძიებაში სწრაფი პროგრესი იქნება, რათა მსოფლიომ სიმართლე გაიგოს და დამნაშავეები დაისაჯონ.
მანამდე გაეროს უშიშროების საბჭომ არ მიიღო რუსული რეზოლუციის პროექტი, რომელიც გაეროს ეგიდით საერთაშორისო კომისიის შექმნას მოითხოვდა „ჩრდილოეთ ნაკადებზე“ ტერაქტის გამოსაძიებლად. რეზოლუციას მხარი მხოლოდ რუსეთმა, ჩინეთმა და ბრაზილიამ დაუჭირეს, უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 12-მა წევრმა ქვეყანამ თავი შეიკავა. რეზოლუციის მისაღებად მინიმუმ ცხრა ხმა იყო საჭირო იმ პირობით, რომ რომელიმე წევრი ვეტოს არ დაადებდა პროექტს.