https://sputnik-georgia.com/20230327/ras-vwamt-yvelis-laboratoriulma-kvlevam-semasfotebeli-sedegebi-acvena-276158821.html
რას ვჭამთ? ყველის ლაბორატორიულმა კვლევამ შემაშფოთებელი შედეგები აჩვენა
რას ვჭამთ? ყველის ლაბორატორიულმა კვლევამ შემაშფოთებელი შედეგები აჩვენა
Sputnik საქართველო
იქიდან გამომდინარე, რომ ყველი მაღალი რისკის შემცველი პროდუქტია, სახელმწიფო შემოწმება წელიწადში რამდენჯერმე ტარდება. 27.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-27T19:20+0400
2023-03-27T19:20+0400
2023-03-27T21:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
სურსათის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24735/90/247359065_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_5803890af78d01ec7e102d3cc05fad56.jpg
თბილისი, 27 მარტი – Sputnik. საქართველოს მაღაზიებსა და ბაზრებში გასაყიდად გამოტანილი ყველის ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლენილია ნაწლავის ჩხირები, სხვადასხვა ბაქტერიები, ტრანსცხიმები, ანტიბიოტიკები და სხვა კომპონენტები, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.კვლევა ჩაუტარდა იმერული ყველის ნიმუშებს. ყველა ნიმუშში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები ჰიგიენის სტანდარტებთან. მიკრობიოლოგიურმა კვლევამ მრავალი დარღვევა გამოავლინა.საქართველოს ყველის ასოციაციის თავმჯდომარის ანა მიქაძის თქმით, მწარმოებლების მხრიდან დანაშაულია მომხმარებლების მოტყუება – პროდუქტებში ტრანსცხიმების გამოყენება და ჰიგიენური ნორმების შეუსრულებლობა.პროდუქტის დაბინძურება ბევრმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. ეს არის ჭუჭყიანი ხელები, მტვერი, დაბინძურებული გარემო, ინფრასტრუქტურა და ა.შ. დარღვევით დამზადებულ რძის ნაწარმში ხშირად პალმის ცხიმი გამოიყენება.მიქაძის თქმით, ადამიანი ჩვილობიდან სიბერემდე იღებს რძის პროდუქტებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხოლო არასწორად და არაკეთილსინდისიერად წარმოებულმა რძის ნაწარმმა შეიძლება მრავალი სერიოზული დაავადება გამოიწვიოს.მწარმოებლები სასურველი კონსისტენციის მისაღებად და მავნე ბაქტერიების გასანეიტრალებლად ყველში ანტიბიოტიკებს ამატებენ. თუ ადამიანი ასეთ ყველს იღებს, მას შეიძლება ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობა განუვითარდეს.თბილისში ერთ ტონაზე მეტი საკვებად უვარგისი თევზი დალუქეს >>მედიკოსები და ნუტრიციოლოგები მომხმარებლებს არ ურჩევენ საეჭვო წარმოშობის ყველის შეძენას.როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველი მაღალი რისკის შემცველი პროდუქტია, სახელმწიფო შემოწმება წელიწადში რამდენჯერმე ტარდება.რას ვჭამთ? თბილისის ერთ-ერთ საცხობში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოაჩინეს >>ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ლაბორატორიული კვლევის შედეგები სურსათის სააგენტოს გადასცა, რომელიც უახლოეს დღეებში მონიტორინგს განახორციელებს, გაანადგურებს მავნე პროდუქტებს და დააჯარიმებს არაკეთილსინდისიერ მწარმოებლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24735/90/247359065_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_4f230d108b916bfe6e8eedab7c16cbf1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სურსათის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სურსათის ეროვნული სააგენტო
რას ვჭამთ? ყველის ლაბორატორიულმა კვლევამ შემაშფოთებელი შედეგები აჩვენა
19:20 27.03.2023 (განახლებულია: 21:28 27.03.2023) იქიდან გამომდინარე, რომ ყველი მაღალი რისკის შემცველი პროდუქტია, სახელმწიფო შემოწმება წელიწადში რამდენჯერმე ტარდება.
თბილისი, 27 მარტი – Sputnik. საქართველოს მაღაზიებსა და ბაზრებში გასაყიდად გამოტანილი ყველის ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლენილია ნაწლავის ჩხირები, სხვადასხვა ბაქტერიები, ტრანსცხიმები, ანტიბიოტიკები და სხვა კომპონენტები, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
კვლევა ჩაუტარდა იმერული ყველის ნიმუშებს. ყველა ნიმუშში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები ჰიგიენის სტანდარტებთან. მიკრობიოლოგიურმა კვლევამ მრავალი დარღვევა გამოავლინა.
საქართველოს ყველის ასოციაციის თავმჯდომარის ანა მიქაძის თქმით, მწარმოებლების მხრიდან დანაშაულია მომხმარებლების მოტყუება – პროდუქტებში ტრანსცხიმების გამოყენება და ჰიგიენური ნორმების შეუსრულებლობა.
პროდუქტის დაბინძურება ბევრმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. ეს არის ჭუჭყიანი ხელები, მტვერი, დაბინძურებული გარემო, ინფრასტრუქტურა და ა.შ. დარღვევით დამზადებულ რძის ნაწარმში ხშირად პალმის ცხიმი გამოიყენება.
მიქაძის თქმით, ადამიანი ჩვილობიდან სიბერემდე იღებს რძის პროდუქტებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხოლო არასწორად და არაკეთილსინდისიერად წარმოებულმა რძის ნაწარმმა შეიძლება მრავალი სერიოზული დაავადება გამოიწვიოს.
მწარმოებლები სასურველი კონსისტენციის მისაღებად და მავნე ბაქტერიების გასანეიტრალებლად ყველში ანტიბიოტიკებს ამატებენ. თუ ადამიანი ასეთ ყველს იღებს, მას შეიძლება ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობა განუვითარდეს.
მედიკოსები და ნუტრიციოლოგები მომხმარებლებს არ ურჩევენ საეჭვო წარმოშობის ყველის შეძენას.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველი მაღალი რისკის შემცველი პროდუქტია, სახელმწიფო შემოწმება წელიწადში რამდენჯერმე ტარდება.
„მიზანი არის არა დასჯა, არამედ ავუმაღლოთ შეგნება ჩვენს მეწარმეებს, რომ იცოდნენ, რამხელა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აწარმოონ უვნებელი სურსათი“, – განაცხადა ანა გემაზაშვილმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ლაბორატორიული კვლევის შედეგები სურსათის სააგენტოს გადასცა, რომელიც უახლოეს დღეებში მონიტორინგს განახორციელებს, გაანადგურებს მავნე პროდუქტებს და დააჯარიმებს არაკეთილსინდისიერ მწარმოებლებს.