რას ვჭამთ? თბილისის ერთ-ერთ საცხობში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Stringerხაჭაპური ერთ-ერთ საცხობში
ხაჭაპური ერთ-ერთ საცხობში - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2022
გამოწერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ფარშის ნიმუში აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნეს.
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის გარეუბანში, ერთ-ერთი საცხობის პროდუქციაში განმეორებითი ლაბორატორიული შემოწმების შედეგად გამოავლინეს ცხენისა და ვირის ხორცი, ამ ობიექტს შეუჩერეს მუშაობის გაგრძელების უფლება, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.
კომპანიას 1 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.
ინსპექტორებმა კომპანია „ლიდერის“ მუშაობაში დარღვევები ერთი კვირის წინ აღმოაჩინეს.
სააგენტოს თანამშრომლებმა ფარშის ნიმუშები აიღეს და შესამოწმებლად აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნეს. კომპანიას ბაზრიდან პროდუქციის ამოღება დაევალა.
თბილისში ფარშის შემადგენლობაში ცხენისა და ვირის ხორცი გამოავლინეს>>
მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებას და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0