https://sputnik-georgia.com/20230327/konkurenciis-saagentom-farmacevtul-bazarze-4-kompaniis-mimart-mokvleva-daiwyo-276151639.html
კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის საქმიანობის მოკვლევა დაიწყო
კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის საქმიანობის მოკვლევა დაიწყო
Sputnik საქართველო
სახელმწიფომ 2023 წლიდან ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო რიგ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება დაიწყო. 27.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-27T16:02+0400
2023-03-27T16:02+0400
2023-03-27T20:38+0400
ჯანდაცვა საქართველოში
კონკურენციის სააგენტო
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0a/268364406_0:0:3543:1993_1920x0_80_0_0_b8e271e6f99085f39f5c95c71c322b86.jpg
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საკითხი ეხება ბოლო პერიოდში ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდასა და სავარაუდო იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას. უწყების ცნობით, კომპანიებს, რომელთა საქმიანობის მოკვლევა მიმდინარეობს, ასევე ფარმაცევტულ ასოციაციებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საშუალება ექნებათ პროცესში საკუთარი პოზიციები/ახსნა-განმარტებები წარმოადგინონ. ამ დროისათვის უწყება საქმეს ოთხი მიმართულებით განიხილავს – შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო შემთხვევებს. საქმის მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. თუმცა, საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მოკვლევის პროცესი შეიძლება 18 თვემდე გაგრძელდეს. აზარაშვილი: ჯანდაცვის სამინისტროს, როგორც მაკონტროლებლის როლი გაიზრდება>>„კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების დადგენის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს ჯარიმას დამრღვევი ეკონომიკური აგენტის წინა ფინანსური წლის ბრუნვის 5%-მდე ოდენობით", – აღნიშნულია განცხადებაში. უწყების ცნობით, 2022 წელს სააგენტომ 13 რეკომენდაცია გასცა, საიდანაც სრულად ან ნაწილობრივ 7 რეკომენდაცია შესრულდა. რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ, ერთსა და იმავე დასახელების მედიკამენტებზე, რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდა. უწყების მტკიცებით, აღნიშნული ფაქტი არის დასტური იმისა, რომ ბაზრის მოთამაშეები ონკოლოგიური პაციენტებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებენ. საფასო სკანდალი: ჯანდაცვის სამინისტრო და ფარმაცევტული კომპანიები ბრალს ერთმანეთს სდებენ>>ფარმაცევტულ კომპანიათა ასოციაცია გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტროს ბრალდებას. როგორც ასოციაციაში განაცხადეს, მარეგულირებლის მხრიდან სექტორი ამჩნევს ზეწოლას, რაც ბადებს ეჭვს, რომ მიზანმიმართულად ხდება მოსახლეობის ნეგატიური განწყობის შექმნა. ამასთან ასოციაციამ განმარტა ონკოლოგიური დანიშნულების მედიკამენტებზე ფასების მატების საკითხიც. როგორც გაერთიანებაში აცხადებენ, 2022 წლის სექტემბრიდან პრეპარატებზე ფასებმა კლება დაიწყო და თებერვლის ჩათვლით ისინი "არარეალურად დაბალ, პრაქტიკულად თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასში" იყიდებოდა, რათა მარაგებში არსებულ პრეპარატებზე ვარგისიანობის ვადის გასვლა თავიდან აერიდებინათ. თებერვლიდან კი პრეპარატებზე რეალური ღირებულება დაბრუნდა.სახელმწიფომ 2023 წლიდან დაიწყო ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო რიგ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება, ანუ მაქსიმალური ლიმიტისა, რომლის ზემოთაც საქართველოში ამ მედიკამენტების გაყიდვა არ შეიძლება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0a/268364406_216:0:2947:2048_1920x0_80_0_0_0d72ed4b18681188ae932205860b0057.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანდაცვა საქართველოში, კონკურენციის სააგენტო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში, კონკურენციის სააგენტო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის საქმიანობის მოკვლევა დაიწყო
16:02 27.03.2023 (განახლებულია: 20:38 27.03.2023) სახელმწიფომ 2023 წლიდან ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო რიგ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება დაიწყო.
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საკითხი ეხება ბოლო პერიოდში ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდასა და სავარაუდო იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას.
„მოკვლევა ორი მიმართულებით დაიწყო, რაც დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს (ე.წ. კარტელურ გარიგებებს) გულისხმობს", – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, კომპანიებს, რომელთა საქმიანობის მოკვლევა მიმდინარეობს, ასევე ფარმაცევტულ ასოციაციებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საშუალება ექნებათ პროცესში საკუთარი პოზიციები/ახსნა-განმარტებები წარმოადგინონ.
ამ დროისათვის უწყება საქმეს ოთხი მიმართულებით განიხილავს – შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო შემთხვევებს.
საქმის მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. თუმცა, საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მოკვლევის პროცესი შეიძლება 18 თვემდე გაგრძელდეს.
„კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების დადგენის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს ჯარიმას დამრღვევი ეკონომიკური აგენტის წინა ფინანსური წლის ბრუნვის 5%-მდე ოდენობით", – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, 2022 წელს სააგენტომ 13 რეკომენდაცია გასცა, საიდანაც სრულად ან ნაწილობრივ 7 რეკომენდაცია შესრულდა.
რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ, ერთსა და იმავე დასახელების მედიკამენტებზე, რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდა.
უწყების მტკიცებით, აღნიშნული ფაქტი არის დასტური იმისა, რომ ბაზრის მოთამაშეები ონკოლოგიური პაციენტებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებენ.
ფარმაცევტულ კომპანიათა ასოციაცია გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტროს ბრალდებას. როგორც ასოციაციაში განაცხადეს, მარეგულირებლის მხრიდან სექტორი ამჩნევს ზეწოლას, რაც ბადებს ეჭვს, რომ მიზანმიმართულად ხდება მოსახლეობის ნეგატიური განწყობის შექმნა.
ამასთან ასოციაციამ განმარტა ონკოლოგიური დანიშნულების მედიკამენტებზე ფასების მატების საკითხიც. როგორც გაერთიანებაში აცხადებენ, 2022 წლის სექტემბრიდან პრეპარატებზე ფასებმა კლება დაიწყო და თებერვლის ჩათვლით ისინი "არარეალურად დაბალ, პრაქტიკულად თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასში" იყიდებოდა, რათა მარაგებში არსებულ პრეპარატებზე ვარგისიანობის ვადის გასვლა თავიდან აერიდებინათ. თებერვლიდან კი პრეპარატებზე რეალური ღირებულება დაბრუნდა.
სახელმწიფომ 2023 წლიდან დაიწყო ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო რიგ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება, ანუ მაქსიმალური ლიმიტისა, რომლის ზემოთაც საქართველოში ამ მედიკამენტების გაყიდვა არ შეიძლება.