https://sputnik-georgia.com/20230327/israelis-saelcom-saqartvelosi-sakonsulo-momsaxureba-sewyvita-276159345.html
ისრაელის საელჩომ საქართველოში საკონსულო მომსახურება შეწყვიტა
ისრაელის საელჩომ საქართველოში საკონსულო მომსახურება შეწყვიტა
Sputnik საქართველო
ისრაელის პროფკავშირების მიერ საყოველთაო გაფიცვის გამოცხადების შემდეგ საქართველოში ისრაელის საელჩო დაიხურა. 27.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-27T19:00+0400
2023-03-27T19:00+0400
2023-03-27T21:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
ისრაელი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23447/14/234471471_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_9101fc1fb2f37b1dcb2c75e4e5a8a270.jpg
თბილისი, 27 მარტი – Sputnik. ისრაელში საყოველთაო გაფიცვის გამოცხადების შემდეგ საქართველოში საელჩომ საკონსულო მომსახურება შეაჩერა, ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ განხორციელებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები როგორც ისრაელში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ უკვე მე-12 კვირაა იმართება. კერძოდ, გუშინ ქუჩებში 600 ათასზე მეტი დემონსტრანტი გავიდა.„ისრაელში პროფკავშირების მიერ საყოველთაო გაფიცვის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ ისრაელის საელჩო საქართველოში დაიკეტა, რაც ძალაშია შემდგომ განცხადებამდე. გაფიცვის დროს საკონსულო მომსახურება შეჩერებულია... შემდგომი განცხადება განთავსდება ჩვენს სოციალურ ქსელში", – ნათქვამია ინფორმაციაში.საელჩო აღნიშნავს, რომ გადაუდებელი შემთხვევებისთვის მუშაობას განაგრძობს „ცხელი ხაზი“ (+995 32 2556500).ისრაელის იუსტიციის მინისტრმა იარივ ლევინმა ადრე განაცხადა სასამართლო რეფორმის რეორგანიზაციის გეგმების შესახებ. ცვლილებების შედეგად შეიზღუდება უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილება – დაბლოკოს კანონები და მთავრობის გადაწყვეტილებები. რეფორმა ასევე საშუალებას მისცემს მთავრობას, მოსამართლეთა შერჩევაზე კონტროლი დააწესოს.ოპოზიციის თქმით, ეს რეფორმა ძირს უთხრის სახელმწიფოს დემოკრატიულ საფუძვლებს.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23447/14/234471471_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_472320d70125470726bb21ea1ad7e363.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, ისრაელი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, ისრაელი
ისრაელის საელჩომ საქართველოში საკონსულო მომსახურება შეწყვიტა
19:00 27.03.2023 (განახლებულია: 21:24 27.03.2023) ისრაელის პროფკავშირების მიერ საყოველთაო გაფიცვის გამოცხადების შემდეგ საქართველოში ისრაელის საელჩო დაიხურა.
თბილისი, 27 მარტი – Sputnik. ისრაელში საყოველთაო გაფიცვის გამოცხადების შემდეგ საქართველოში საელჩომ საკონსულო მომსახურება შეაჩერა, ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ განხორციელებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები როგორც ისრაელში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ უკვე მე-12 კვირაა იმართება. კერძოდ, გუშინ ქუჩებში 600 ათასზე მეტი დემონსტრანტი გავიდა.
„ისრაელში პროფკავშირების მიერ საყოველთაო გაფიცვის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ ისრაელის საელჩო საქართველოში დაიკეტა, რაც ძალაშია შემდგომ განცხადებამდე. გაფიცვის დროს საკონსულო მომსახურება შეჩერებულია... შემდგომი განცხადება განთავსდება ჩვენს სოციალურ ქსელში", – ნათქვამია ინფორმაციაში.
საელჩო აღნიშნავს, რომ გადაუდებელი შემთხვევებისთვის მუშაობას განაგრძობს „ცხელი ხაზი“ (+995 32 2556500).
ისრაელის იუსტიციის მინისტრმა იარივ ლევინმა ადრე განაცხადა სასამართლო რეფორმის რეორგანიზაციის გეგმების შესახებ. ცვლილებების შედეგად შეიზღუდება უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილება – დაბლოკოს კანონები და მთავრობის გადაწყვეტილებები. რეფორმა ასევე საშუალებას მისცემს მთავრობას, მოსამართლეთა შერჩევაზე კონტროლი დააწესოს.
ოპოზიციის თქმით, ეს რეფორმა ძირს უთხრის სახელმწიფოს დემოკრატიულ საფუძვლებს.